"რეალის" მძინარე ვარსკვლავი
2009 წლის 8 ივნისი... ეს ის თარიღია, როდესაც ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია კაკას გამადრიდელების შესახებ. დადგა დღე და ახდა უამრავი მადრიდისტას ოცნება, 2007 წლის მსოფლიოსა და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელმა სამეფო კლუბის თეთრი მაისური მოირგო...
ექს-მილანელ "ოქროს ბიჭუნას" ძალიან გაუჭირდა კლუბთან და ახალ გარემოსთან ადაპტირება, თუმცა ის ნელ-ნელა მოდიოდა გონს. უნდა აღინიშნოს, რომ "ბარსელონასთან" გამართულ ელ კლასიკოზე, რომელიც "კამპ ნოუზე" შედგა, რიკარდომ შესანიშნავად ითამაშა და გუნდის ლიდერად მოევლინდა თეთრ პუბლიკას გადამწყვეტ მატჩში. ამის შემდეგ ყველა ფიქრობდა, რომ ის "მილანური" კაკა ბრუდნებოდა, თუმცა 2010 წლის 5 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რიკი ფეხბურთის თამაშს სეზონის ბოლომდე ვერ მოახერხებდა.
ამის შემდეგ, გუნდში ჟოზე მოურინიო მოვიდა. პორტუგალიელის მოსვლა დაემთხვა კაკას დაბრუნებას, თუმცა ჟოზემ არ დაიწყო ლოდინი და ზახფულის სატრანსფერო პერიოდში შეიძინა მესუთ ოზილი. დაიწყო ბევრი მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ გუნდს არ სჭირდებოდა გერმანელი, ვინაიდან "რეალში" ირიცხებოდა კაკა, თუმცა მესუთმა თავისი ბრწყინვალე თამაშით დაადუმა ყველა კრიტიკოსი. ჟოზე მოურინიო ხალხს პირდებოდა, რომ ითამაშებდა ისეთი სქემით, სადაც კაკა და ოზილი ერთად მოხვდებოდნენ.
2011 წლის 3 იანვარს, რიკარდო კაკა დაბრუნდა "ხეტაფესთან", ხოლო შემდეგ ტურში "ვილიარეალთან", მან მესუთ ოზილი შეცვალა და შესანიშნავად ითამაშა. რიკიმ თავისი დაბრუნება ლამაზი გოლით აღნიშნა.
ბრაზილიელს დროთა განმავლობაში დაეტყო, რომ ძალიან უჭირდა სირბილი და 90 წუთის გაძლება. მან ისევ დაიწყო მის ტკივილებზე საუბარი, ამიტომ ჟოზემ და რიკიმ ისაუბრეს და გადაწყდა, რომ "ოქროს ბიჭუნა" დაბრუნდებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი 100%-ით მზად იქნებოდა.
დადგა ის დღეც, როდესაც რიკარდო მთლიანად გამოჯანმრთელდა და დაბრუნებაც უნიკალურად აღნიშნა "ვალენსიასთან", სადაც იგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ამის შემდეგ დაიწყო წინასასეზონო მომზადება, სადაც ისევ ნათლად გამოჩნდა კაკას სირთულეები ფეხბურთთან დაკავშირებით. რიკიმ ვერ დაუმტკიცა მოურინიოს, რომ ის თამაშის ღირსი იყო და სწორედ ამიტომ არ დაიწყო ფეხბურთელმა სუპერთასზე თამაშები ძირითად შემადგენლობაში.
სულ რამოდენიმე დღის წინ კი ლა ლიგამ აიღო სტარტი. "სარაგოსას" წინააღმდეგ, რიკიმ მხოლოდ 10-12 წუთი დაჰყო და ულამაზესი გოლი გაიტანა.
ახლა, მას ყველანაირი წინაპირობა აქვს იმისთვის, რომ დაიბრუნოს ძველებური ფორმა და დაეხმაროს "რეალს" ტიტულების მოპოვებაში. ყველას ჯერა, რომ იხილავს იმ 2007 წლის კაკას, რომელმაც "მილანი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა და მოიგო კიდეც, ყველას ჯერ კიდევ სჯერა, რომ რიკი ისევ გახდება მსოფლიოში საუკეთესო, მას ყველანაირი წინაპირობა აქვს, ეს რომ შეასრულოს, ასე, რომ "ბარსელონავ" გეშინოდეს, რიკარდო კაკა ბრუნდება!!!
- 29 აგვისტო 2011
- 3 143
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.