მოურინიოს მატჩის შემდგომი კომენტარი
მატჩის შემდგომ მოურინიომ გუნდის შესახებ მედიასთან ისაუბრა.
"თუ მოგება გვსურს, კარგად უნდა ვითამაშოთ. ასეთი ანგარიშით მოგება იმას ნიშნავს, რომ ბრწყინვალედ ვიასპარეზეთ. მიუხედავად ამისა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სარაგოსას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლდა: ბრაულიო ძალიან კარგად თამაშობს, რუბენ მიჩელი კი გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ფეხბურთელია, რაც შეეხება მატეოსსა და ხუან კარლოსს, მათ შესანიშნავად ვიცნობ, რადგან ისინი კანტერას აღზრდილები არიან. სამეფო კლუბმა სოლიდური და სერიოზული შეხვედრა ჩაატარა. ყოველთვის მივაღწევთ ასეთ შედეგს, თუ კვლავ ბოლო წუთამდე კონცენტრირებულნი ვიქნებით იმაზე, რაც გვევალება."
"სეზონის გამარჯვებით დაწყება გუნდისათვის მნიშვნელოვანი იყო. გასულ სეზონში ვერ ავიღეთ ასეთი სტარტი. ყვეა მატჩში ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და თავდამსხმელებმა ყველა შანსი უნდა გამოიყენონ, რადგან გუნდის წარმატება სწორედ მათ მოქმედებებზეა დამოკიდებული."
"სარაგოსამ 10 ფეხბურთელი შეიძინა და ამ ფეხბურთელებმა ახალ გუნდში ადაპტაცია უნდა გაიარონ. შარშან იგივე პრობლემას წააწყდა სამეფო კლუბსიც, თუმცა დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდა და ფეხბურთელები შეთამაშდნენ. გასულ სეზონში სარაგოსამ ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწია და დაგვამარცხა, წელს კი უფრო სერიოზულად მოვეკიდეთ ამ მატჩს. ვფიქრობ მათთვის ლა ლიგა შემდეგი კვირიდან დაიწყება, რადგან განაცხადში ყველა ფეხბურთელი ეყოლებათ და მიზნის მიღწევაც უფრო გაუადვილდებათ."
- 29 აგვისტო 2011
- 2 821
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.