გაგოსთვის ბრძოლაში მილანიც ჩაერთო
ფერნანდო გაგოსთვის უკვე რამდენიმე კლუბი იბრძვის. მანჩესტერ სიტი, ნაპოლი, რომა და უკვე მილანი. არგენტინელი ნახევარმცველის ხელში ჩასაგდებად ნამდვილი ბრძოლაა გამოცხადებული, თუმცა ყველაზე ნაკლები შანსი ალბათ ინგლისურ გუნდს აქვს, რადგან ფერნანდოს იტალიაში თამაში სურს და პრემიერ ლიგისკენ გული საერთოდ არ მიუწევს...
მიუხედავად იმისა, რომ "სიტის" ხელმძღვანელობამ არგენტინელ ფეხბურთელს ყველაზე კარგი შეთავაზება გაუკეთა, გაგოს დათანხმება მაინც ვერ მოხერხდა. გთავაზობთ მცირე ინტერვიუს, რომელიც არგეტნინელმა ჟურნალისტებს მისცა.
"მანჩესტერ სიტი ძალიან კარგი გუნდია და მოხარული ვარ მათი ინტერესით, მათგან შესანიშნავი პირობები მივიღე, მაგრამ ინგლისში თამაში არ მსურს, ჩემი ოცნება იტალიის სერია "ა"-ს რომელიმე კლუბის მაისურის მორგებაა."
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალსა" და "ნაპოლის" შორის შეთანხმება ვერ შედგა, რადგან იტალიური გუნდი მხოლოდ 7 მილიონ ევროს ჩამოდიოდა, "ბლანკოსის" ხელმძღვანელობას კი ფეხბურთელის მინიმუმ 10 მილიონად გაყიდვა სურს.
ასევე ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფერნანდოს შეძენით დედაქალაქური "რომა" არის დაინტერესებული და კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა ინტენსიური მოლაპარაკებების დასაწყებად, თუმცა თანხა, რომელსაც "ჯალოროსის" ხელმძღვანელობა იმეტებს, არ სახელდება.
დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გაგოს შეძენით კიდევ ერთი იტალიური გიგანტი, მილანის "მილანი" დაინტერესდა, რადგან შავ-წითლებს ნახევარდაცვის ცენტრში გარკვეული პრობლემები აქვთ, არგენტინელის შეძენით კი ხარვეზები ნაწილობრივ მაინც აღმოიფხვრება. ადრიანო გალიანის ფლორენტინო პერესსთან ბრწყინვალე ურთიერთობა აკავშირებს და დიდი შანსია გარიგება შედგეს, თანაც იტალიური გუნდი მზად არის ბიუჯეტის 10 მილიონით შესამცირებლად.
- 28 აგვისტო 2011
- 1 724
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.