რობინიო : ნეიმარს "რეალში" გადასვლას არ ვურჩევ
ბრაზილიელმა შემტევმა, რობინიომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იგი თანამემამულე ნეიმარს მადრიდის "რეალში" გადასვლას არ ურჩევს, რადგან ესპანურ გიგანტში წარმატების მიღწევა რთულია...
"ახალგაზრდა მოთამაშისთვის "ბლანკოსში" მოხვედრა და წარმატების მიღწევა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, როდესაც სანტოსში ვთამაშობდი და გამოუცდელი ვიყავი არ მეგონა დიდ პრობლემებს თუ წავაწყდებოდი, სამეფო კლუბში ფეხის სრულფასოვნად მოსაკიდებლად უდიდესი შრომა დამჭირდა, ახლა ვთვლი რომ თუ სამშობლოში დავრჩებოდი გაცილებით უფრო წარმატებული ვიქნებოდი და ევროპისკენ გეზს მოგვიანებით ავიღებდი."
"ნეიმარი ახლა პატარა ასაკშია და მისთვის ისეთი დიდი კლუბის შემოთავაზება, როგორიც მადრიდის "რეალია" რა თქმა უნდა დამაბნეველი იქნება, მაგრამ მან უნდა დაიცადოს, რადგან არ აქვს სათანადო გამოცდილება. "რეალში" ვისაც უთამაშია ყველა იტყვის, რომ მადრიდში ასპარეზობა უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხია."
"დარწმუნებული ვარ ჩემი თანამემამულე სამშობლოში კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება და სწორედ ამის შემდეგ წამოვა ევროპაში სათამაშოდ, ახლა მისთვის კლუბის შეცვლა მხოლოდ უკან გადადგმული ნაბიჯის ტოლფასი იქნება."
- 28 აგვისტო 2011
- 2 793
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.