პირველი, მაგრამ მეორე
"სპორტინგი" 1-2 "სოსიედადი"
"სოსიედადმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა დაამრცხა რა ხიხონის "სპორტინგი" 2-1 სტუმრად. აგირეთხეს გოლებით 2-0 დაწინაურდა, ხოლო თამაშის მიწურულს მასპინძლებმა ერთი გოლი გაქვითეს. მატჩი უეშად მიმდინარეობდა და მსაჯს თითო-თითო ფეხბურთელის გაძევება მოუწია ორივე გუნდიდან.
"ვალენსია" 4-3 "რასინგი"
"მესტალიაზე" ნამდვილი თრილერი გათამაშდა. მატჩი რობერტო სოლდადოს ბენეფისად იქცა - სრული ამ სიტყვის მნიშნელობით. მან "ვალენსია" პირველივე წუთზე დააწინაურა. 5 წუთში კიდევ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ ამჯერად საკუთარ კარში. "რასინგის" ფეხბურთელებმა ამის შემდეგ კიდევ 2 გოლი გაიტანეს და 3-1 დაწინაურდნენ. ზუსტად 1 წუთში, როცა ეს შედეგი დაფიქსირდა, რამიმ სხვაობა შეამცირა, ხოლო შეხვედრის მიწურულს ორ წუთში სოლდადომ ორი გოლი გაიტანა და "ვალენსიამ" 3 ქულა დაისაკუთრა.
"გრანადა" 0-1 "ბეტისი"
ანდალუსიური დერბი საკმაოდ საინტერესო გამოდგა. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, გუნდები გოლს ვერ იტანდნენ. შეხვედრის 88-ე წუთზე კი მარტინმა გაიბრწყინა და "ბეტისს" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვებინა.
"ატლეტიკო" - "ოსასუნა" [14:00]
ეს მატჩი უკვე დაწყებულია და ჯერ-ჯერობით ანგარიში არ გახსნილა. "ატლეტიკო" მნიშვნელოვნად გაძლიერდა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ფალკაოს ტრანსფერი. "ოსასუნას" ბრწყინვალე ფორმაში მყოფი კიკე სოლა და ნინო მზად არიან თავის გუნდს გამარჯვება მოუტანონ.
"ატლეტიკი" - "რაიო ვალეკანო" [18:00]
"სან მამესზე" ბასკები შეეცდებიან პირველი გამარჯვება მოიპოვონ "რაიოსთან", გუნდთან,რომელსაც წლებია არ უთამაშია "ლა ლიგაში".
"მალიორკა" - "ესპანიოლი" [20:00]
ორივე გუნდში მნიშვნელოვნად შეიცვალა შემადგენლობა. მალიორკელები შეეცდებიან სახლში პირველი ქულები მოიპოვონ.
"ხეტაფე" - "ლევანტე" [20:00]
"ხეტაფეს" განახლებული შემადგენლობა ჰყავს. უნდა აღინიშნოს,რომ ლუის გარსიას მხოლო 16 ფეხბურთელი ჰყავს შეყვანილი განაცხადში. რაც შეეხება "ლევანტეს", მათ შესაძლებლობა ექნებათ არსებობის ისტორიაში პირველად დაამრცხონ "ხეტაფე".
"სარაგოსა" - "რეალი" [22:00]
აქ უდაო ფავორიტი "რეალია". ბოლო წლების მანძილზე მადრიდისტები "სარაგოსას" წინააღმდეგ წარმატებით თამაშობენ "ლა რომარედაზე"...
"სევილია" - "მალაგა" [24:00]
"რამონ სანჩეს პის ხუანზე" "სევილია" ნებისმიერ მეტოქესთან ფავორიტია. "მალაგა" განახლებული და გაძიერებული შემადგენლობით ჩავიდა ანდალუსიაში და ბევრის აზრით საკმაოდ საინტერესო შეხვედრა უნდა გამოდგეს.
"ბარსელონა" - "ვილეარეალი" [23:00] 29 აგვისტო
ტურის ცენტრალური შეხვედრა - "ბარსელონა" შესანიშნავ ფორმაშია, იგივეს თქმა შეიძლება "ვილეარეალზეც" . გულშემატკივრები საინტერესო შეხვედრის მოლოდინში არიან...
- 28 აგვისტო 2011
- 1 988
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.