მოუ: "წელს უკეთესი გუნდი ვართ ვიდრე შარშან"
"პირველი მატჩი ყოველთვის რთულია და სპეციპიკური. უკვე სიახლეს აღარ წარმოადგენს,რომ ჩემპიონატები სიურპრიზებით იწყება. მითუმეტეს საქმე რთულადაა, რადგან გასვლით შეხვედრას ვმართავთ. ახლახანს გაფიცვაც დასრულდა და ყოველოვე ეს გავლენას იქონიებს საწყის მატჩებზე. "სარაგოსა" კარგი გუნდია. მათი მწვრთნელი ჩემთვის ერთ-ერთი სამაგალითოა როგორც პროფესიული თვალსაზრისით, ასევე პიროვნულადაც. მათ კარგად ორგანიზებული დაცვითი ხაზი ჰყავთ და თამაშს კონტრშეტევებზე კარგად აგებენ. აქვთ შესანიშნავი სტადიონი, სადაც ნამდვილი საფეხბურთო ატმოსფერო სუფევს."
"წინასასეზონო მომზადებისას ჩვენ ძირითადად გასვლით მატჩებში გვიწევდა თამაში.საკუთარ მოედანზე მხოლოდ 2 შეხვედრა ჩავატარეთ და ჩვენი სიძლიერე სრულფასოვნად არ გამოგვივლენია. გველის 38 მატჩი, რომელთაგან ვერცერთს ვერ გამოვარჩევ. ყველა მატჩი თანაბრად მნიშვნელოვანია."
"გუნდი წელს გაცილებით უკეთ თამაშობს ვიდრე შარშან. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. ყოველივე ამას დადებითი შედეგი მოჰყვება. ეტაპობრივად უნდა წავიწიოთ წინ და დღითიდღე უნდა გავაუმჯობესოთ თამაშის ხარისხი."
"კოენტრაოს ნებისმიერ ადგილას შეუძლია თამაში. ძირითადად მას ალონსოს გვერდით უწევს ყოფნა და ამით ძალიან კმაყოფილია. მისი ახალი პოზიცია მოსწონს. ოზილი კვლავ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია. რაც შეეხება კაკას, რიკი ჩემი ფეხბურთელია. აქ მუშაობის დაწყების დღიდან ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ. იგი ყოველდღე თავდაუზოგავად ვარჯიშობს. ბრაზილიელი სულ მალე დაიბრუნებს ოპტიმალურ ფორმას. ხვალ იგი ძირითადიდან არ დაიწყებს თამაშს, რადგან ჯერ სრულ მზადყოფნაში არაა."
"ძალიან არ მინდა,რომ ფეხბურთელები დამიზიანდნენ. ვიმედოვნებ,რომ ახლა ვინც არის ტრავმირებული მალე მოიშუშებენ ტრავმას. რაც შეეხება ლასანას, გაგოს, დრენტესა და პედრო ლეონს. დიარამ გადაწყვეტილება თავად მიიღო და ვარჯიშებზე არ დადის. დანარჩენი სამი კი ჩემს გეგმებში არ შედის. მათ თავად უნდა გააკეთონ არჩევანი თავიანთი მომავლისა."
- 27 აგვისტო 2011
- 2 683
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.