მორატას შანსი
ემანუელ ადებაიორი "ტოტენჰემის" ფეხბურთელი გახდა. სწორედ ტოგოელი ფროვარდი მოიაზრებოდა მადრიდის "რეალის" მესამე თავდამსხმელად. ჟოზე მოურინიოს კი მხოლოდ ორი ფეხბურთელი ჰყავს წინა ხაზში - ქარიმ ბენზემა და საშინელ ფორმაში მყოფი გონსალო იგუაინი. ალბათ ძნელად სავარაუდო არაა,რომ ალვარო მორატას მიეცემა შანსი....
წინა სეზონში ჟოზე მოურინიომ რამდენჯერმე მისცა შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელს. ამით მან აჩვენა,რომ იგი მორატას ენდობა. ახლა კი,როცა ალვარო საოცარ ფორმაშია, როცა წინა წელთან შედარებით აშკარად გააუმჯობესა თამაშის ხარისხი, როცა "რეალს" მესამე ფორვარდი ესაჭიროება სავსებით რეალურია,რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა სწორედ ის დაიმატოს გუნდში.
ყოველშემთხვევაში მორატას თამაშის საშუალება დეკემბრამდე უნდა მიეცეს. როგორც იცით, უკვე ყველასთვის ცნობილია,რომ აღნიშნულ თვეში მადრიდის "რეალში" ნეიმარი გადმოდის და მაშინ უკვე ალვაროს შანსები შემცირდება...
- 27 აგვისტო 2011
- 2 699
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.