უეფა "რეალის" დასჯით იმუქრება
"გალათასარაისთან" მატჩის მიმდინარეობისას "ბერნაბეუს" სტადიონი აჭრელებული იყო მოურინიოს მხარდამჭერი ბანერებით. მათ უმეტესობაზე "ბარსელონას" შეურაცხმყოფელი ლოზუნგები გახლდათ...
უეფამ ეს ფაქტი ორ კლუბს შორის დაძაბულობის გამომწვევ მიზეზად მონათლა და ევროპულ ფეხბურთის მმართველ ორგანოს სურს ყოველგვარი ასეთი ფაქტის აღკვეთა. უეფას დისციპლინური კომიტეტი კი "რეალის" დასჯით იმუქრება - სავარაუდოდ ფულადი ჯარიმით.
უეფაში აცხადებენ,რომ ამაში დამნაშავე კლუბის ხელმძღვანელობა და სტადიონის ადმინისტრაციაა. მათი თქმით ოფიციალურ პირებს მატჩის მიმდინარეობისას თავისუფლად შეეძლოთ გაეცათ ბრძანება, ჩამოეხსნათ ბანერები.
უეფა უახლოეს დღეებში გეგმავს ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობას და მათი თქმით "რეალს" სერიოზული სანქციები ელოდება.
- 27 აგვისტო 2011
- 3 589
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.