ოფიციალურად ადებაიორი "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
ემანუელ ადებაიორი არენდით "ტოტენჰემში" გადავიდა "სიტიდან". აღსანიშნავია,რომ სხვა "სპურსების" კარში "მანოლიტოს" 11 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი. კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ მან ტოგოელმა თავდამსხმელმა მცირე კომენტარი გააკეთა.
""ტოტენჰემი" ყოველთვის იყო კარგი გუნდი. აქ ბევრ ფეხბურთელს ვიცნობ და ბევრი მეგობარი მყავს. თავისუფლად შემიძლია აქ იმის მიღება, რაც მსურს. ყოველთვის სიამოვნებას მანიჭებდა "ტოტენჰემის" წინააღმდეგ თამაში და დღეს ბედნიერი ვარ,რომ "სპურსების" მაისურის ტარება მომიწევს. აქ ბევრი კარგი ფეხბურთელია და მათი დახმარებით ლამაზ ფეხბურთს ვითამაშებთ, გავიტან გოლებს და წარმატებას მივაღწევთ. ჩემთვის სასიამოვნოა ლონდონში დაბრუნება. მოუთმენლად ველი თუ როდის მოვუტან პირველ წარმატებას გუნდს."
- 26 აგვისტო 2011
- 1 840
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.