"პსჟ"-ს შეთავაზება "რეალს"
ფრანგულმა "პსჟ"-მ დღეს მადრიდის "რეალს" კვლავ მიმართა კაკას ტრანსფერთან დაკავშირებით...
"პსჟ"-მ წელს გუნდი მნიშვნელოვნად გააძლიერა. კლუბმა ხავიერ პასტორესა და ჯერემი მენეზსში ჯამში 80 მილიონი ევრო გადაიხადა და ახლა კაკას არენდით აყვანითაა დაინტერესებული.
მანამდე "პსჟ" ბრაზილიელის შეძენასაც ცდილობდა. ფრანგები 29 წლის ნახევარმცველში მზად არიან 30 მილიონი გადაიხადონ.
თუმცა ყოველგვარი ეჭვი თავად კაკამ გააქარწყლა. გუშინ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,რომ არსად წასვლას არ აპირებს...
- 26 აგვისტო 2011
- 3 039
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.