სამეფო თასზე ძირითადი მეკარე ადანი იქნება?
გამომცემლობა "მარკამ" დღეს საკმაოდ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელიც მადრიდის "რეალის" მეორე გოლკიპერს, ანტონიო ადანს ეხება...
ახალგაზრდა კანტერანო დღითიდღე უმატებს, მას არ ეშინია იკერ კასილასთან კონკურენციის და სრული მონდომებით იხარჯება სამწვრთნელო შეკრებებზე. სანტიაგო ბერნაბეუს თასის გათამაშების დროს, "გალათასარაის" წინააღმდეგ მადრიდის "რეალის" კარი სწორედ ანტონიომ დაიცვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ იკერ კასილასს ღირსეული შემცვლელი ჰყავს ადანის სახით, პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით სეზონის განმავლობაში ახალგაზრდა გოლკიპერს მოედანზე გასვლის საშუალება გაცილებით უფრო ხშირად ექნება ვიდრე ჰქონდა.
"მარკას" ინფორმაციით მოურინიო "Copa Del Rey"-ს შეხვედრებზე სწორედ მეორე მეკარის დაყენებას ფიქრობს, კასილასს კიდე დასვენების საშუალება მიეცემა, ეს იქნება ორმაგი სვლა, ახალგაზრდა მეკარე გაცილებით უფრო დიდ სათამაშო პრაქტიკას მიიღებს, დაღლილ იკერს კი დასვენების საშუალება მიეცემა.
- 26 აგვისტო 2011
- 2 026
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.