მორატასა და ხესუსის კომენტარები
"კასტილია" "სეგუნდა ბ"-ს მეორე ტურისთვის ემზადება მას შემდეგ რაც გაიმარჯვა "სპორტინგ ბ"-სთან სადებიუტო შეხვედრაში. კანტერანოები კვირას, თბილისის დროით 14:00 საათზე გამართავენ თავის შეხვედრას "კონქუესესთან" სტუმრად. ამჟამად 3 ქულით მადრიდისტები მეშვიდე ადგილზე იმყოფებიან.
ხესუსი:
"მოუთმენლად ველით მეორე ტურს. პირველ ტურში გამარჯვებამ ჩვენ დიდი იმედები და ნდობა მოგვცა. სეზონი კარგად დავიწყეთ. ახლა მოტივირებულნი ვართ "კონქუესესთან" მატჩისთვის. ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს, თუმცა ჩვენს შესაძლებლობებში დარწმუნებულნი ვართ და შეხვედრას მოუთმენლად ველით. ისევე როგორც ამ მატჩში, მთელს სეზონშიც უნდა მივაღწიოთ სასურველ შედეგს."
ალვარო მორატა:
"მე თავს კარგად ვგრძნობ და მსურს, რომ მუშაობა ისეთივე შემართებით გავაგრძელო,როგორც ახლა ვაკეთებ. "ბერნაბეუს" თასზე თამაში ჩემთის ძალზედ სასიხარულო იყო. ყველა "კასტილიელი" ოცნებობს ამაზე."
- 26 აგვისტო 2011
- 1 810
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.