ლა ლიგისათვის კვლავ ორი გუნდი იბრძოლებს?
ესპანეთის პრიმერა დივიზიონი, თავისი საინტერესო სეზონით, მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ჩემპიონატებს შორისაა მოქცეული.ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ტენდენციის თანახმად, სეზონის დაწყებამდე საუბარია, რომ ჩემპიონი "რეალი" გახდება თუ "ბარსა."აღნიშნული გუნდების პაექრობა ჩემპიონობისათვის, უფრო მეტ ელფერსა და ინტიგას სძენს პრიმერას.
2009/10 წ.წ. სეზონის დაწყებამდე უკვე 4 ტური გავიდა, მაგრამ ზემოდაღნიშნული ორი გრანდი არაფრით ჩამოუვარდება ერთმანეთს.მადრიდელებისა და კატალონიელებს აქტივში ქულათი მაქსიმუმია.რასაკვირველია, აქტუალურია ის კითხვა, გაუწევს თუ არა რომელიმე სხვა გუნდი კონკურენციას "რეალსა" და "ბარსას."გამოცემა "ას"-ი, "სევილიის" პრეზიდენტ, ხოსე მარია დელ ნიდოს, დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ თავისი გუნდი შეძლებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს, მადრიდისა და კატალონიის საუკეთესო კლუბებს.
- გამარჯობათ ბატონო დელ ნიდო.ჩვენ გადავწყვიტეთ თქვენთან ინტერვიუს ჩაწერა, რამეთუ ვგონებთ, რომ "სევილია" "რეალისა" და "ბარსელონას" მთავარი კონკურენტია ლა ლიგის მოგებაზე...
- ჯერ ადრეა ჩვენი შერაცხვა აღნიშნული გრანდების მთავარ მოწინააღმდეგედ, თუმცა ბოლო წლებმა გვაჩვენა რომ, "სევილია" ესპანეთში ამ კლუბებს შორის მოდის.აქედან გამომდინარე ჩვენ მოვიაზრებით იმ მესამე გუნდად, რომელიც პრიმერას მოპოვებისთვის იბრძვის.
- ალბათ, თქვენ ნახავდით მადრიდელებისა და კატალონიელების სასტარტო თამაშების.საინტერესოა, ამის შემდეგაც აქვს შანსი სევილიელებს ჩემპიონობისათვის?
- ამ კვირაში "რასინგისა"-"ბარსელონასა" და "ვილიარეალი"-"რეალის" შეხვედრები ვნახე.
- რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- მინდა გითხრათ, რომ საუკეთესო "სევილია" შესაძლოა "რეალის" დონეზე თამაშობდეს და ერთი საფეხურით ქვემოთ იყოს "ბარსაზე."
- ანუ გინდათ თქვათ, რომ "ბარსელონა" მაინც ყველაზე უკეთესია?
- "ბარსა" ყველა გუნდზე მაღლა დგას, მაგრამ რეალობას თუ გავითვალისწინებთ, ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტები, მაინც ის ორი გრანდია.
- სასტარტო ტურებში მათ არ დაუკარგავთ ქულები...
- ჩემპიონატი კარგად დაიწყეს, მაგრამ უკეთესი იქნება თუ თებერვალში ვნახავ ვინ რომელ ადგილზე იქნება.ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ყველაზე მეტად აისახება გუნდებზე დაღლილობა.სეზონი გრძელია და შეუძლებელია ერთ ამოსუნთქვაში მისი გავლა.
- ხიმენესი ჯერჯერობით შემადგენლობის როტაციას მიმართავ. როგორც ფიქრობთ, შესწევს ძალა თქვენს გუნდს, მაღალ დონეზე ჩაატაროს სეზონი?
- ვგონებ, ჩვენი ახლანდელი შემადგენლობა, საუკეთესოა გუნდის ისტორიის ბოლო ათწლეულში.
- ამაყობთ იმით, რომ "სევილიას" ლა ლიგის მოგების ერთ-ერთ პრეტენდენტად მიიჩნევენ?
- ჩემთვის სასიამოვნო ასეთი გუნდების გვერდით მოვიაზრებოდე.
- ესეიგი ამ წელს ბოლომდე იბრძოლებთ?
- რასაკვირველია.
გამოცემა "ას"-ის მეორე რესპოდენტი, "ვალენსიას" პრეზიდენტი, მანუელ ლორენტე, აცხადებს, რომ თავის გუნდსაც ძალუძს, გრანდებთან თანაბრი თამაში.
"ჩვენ უკვე ორჯერ შევძელით რეალისათვის ტიტულის ჩამორთმევა.ჩემპიონატის დაწყებიდან მხოლოდ ოთხი ტური გავიდა და ბევრი მიიჩნევს, რომ ლა ლიგის ტიტული მხოლოდ "ბლანკოსსა" და "ბარსას" შორის გათამაშდება, რაც აფსურდია.როგორც "ვალენსიას" პრეზიდენტი, ვაცხადებ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ სეზონის "დამკვირვებელს" როლში ჩაატარებას.რა თქმა უნდა, ჩვენ არა გვაქ ისეთი ბიუჯეტი, როგორიც გრანდების განკარგულებაშია, თუმცა ფული ყველაფერს არ წყვეტს.
- ლა ლიგაზე თუ მოიაზრება ისეთი გუნდი, რომელიც შეძლებს "მილიონერებისათვის" სათანადო ბრძოლის გაჩაღებას, ეს "ვალენსიაა."
- ჩვენ ორჯერ შევძელით მადრიდელებისათვის ტიტულის ჩამორთმევა.რასაკვირველია, "გაბერილი" ბიუჯეტი წარმატების საწინდარი ნამდვილად არ არის."ღამურები" ბოლომდე იბრძოლებენ, რამეთუ შესწევთ ძალა გრანდებთან თანაბარი თამაშისა.
- დადის ხმები, რომ "რეალი" და "ბარსელონა" არიან ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტები...
- ლა ლიგაზე მხოლოდ ორი გუნდი რომ იყოს, მაშინ ჩემპიონატი აღარ გაიმართება.პრიმერაზე 20 გუნდი მონაწილეობს და ყველას აქვს უნარი ნებისმიერი გუნდისათვის ბრძოლის გაჩაღებისა.სეზონი გრძელია და აქ ხელწამოსაკრავი კლუბები არ ასპარეზობენ.
- გამოდის, რომ "ღამურები" "რეალსა" და "ბარსას" არაფერს დაუთმობენ?
- ეს გრანდები საუკეთესონი არიან არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ მთელ კონტინენტზე.მიუხედავად იმისა, რომ "ვალენსიამ" არცთუ ისე წარმატებით დაიწყო სეზონი, ჩვენ შევძლებთ ბოლომდე თამაშსა და საკუთარი კვალის დატოვებას.
პ.ს. სტატიის სურათზე "სევილიის" პრეზიდენტია.
- 26 სექტემბერი 2009
- 3 672
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.