ლასანამ ყველაფერი უარყო
როგორც იცით, ამ ბოლო დროს, ძალიან ბევრი ჭორი დადიოდა იმის შესახებ, რომ ლასანა დიარა "სამეფო კლუბს" დატოვებდა.
დღეს კი, ყველასთვის მოულოდნელად As-თან ინტერვიუში ფრანგმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი არ შეესაბამება სინამდვილეს და მას მადრიდში დარჩენა სურს.
"ტყუილია, რომ მე "ბლანკოსის" დატოვებას ვაპირებ. ტოტენჰემთან არანაირი შეთანხმება არ არსებობს. "ბლანკოსთან" კონტრაქტი 2013 წლამდე მაკავშირებს და ჩემი სურვილია ამ დრომდე რეალში დავრჩე. კიდევ ვიმეორებ, მე ვარ რეალის ფეხბურთელი და ჩემი მწვრთნელია მოურინიო!"
- 25 აგვისტო 2011
- 2 602
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.