ტერიმი: "ჰამიტი "რეალში" წარმატებას მიაღწევს"
ამ ზაფხულზე მიმდინარეობდა საუბრები თითქოსდა ჰამიტ ალტინტოპი "გალათასარაიში" გადავიდოდა და არა "რეალში", თუმცა როგორც ხედავთ თურქი მოთამაშე დღეს "ბლანკოსის" ფეხბურთელია.
"ჰამიტი ძალიან კარგი ფეხბურთელია. რთულია მადრიდის "რეალში" მუშაობა, მაგრამ ისეთი დონის ფეხბურთელისთის , როგორიც ალტინტოპია შეუძლებელი არაფერია." - განაცხადა ფათიჰ ტერიმმა.
მიუხედავად მარცხისა, ტერიმი კმაყოფილი აღმოჩნდა მატჩისა:"ჩვენ ვცდილოთ,რომ უკეთ და უკეთ ვითამაშოთ. მოხარული ვარ ჩემი გუნდის მუშაობით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო ჩვენთვის და ვფიქრობ, რომ ძალიან კარაგადც ვითამაშეთ და"რეალს" ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიეთ."
"როცა მეორე გოლი მივიღეთ კარში, გუნდმა ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო, დაცვამაც რამდენიმე შეცდომა დაუშვა და "გალათასარაის" ბალანსის დაცვა გაუჭირდა. მე ვეცადე,რომ ჩემი ფეხბურთელები მაქსიმალურად მოტივერებულნი გამეყვანა მოედანზე, მაგრამ ეს მადრიდის "რეალია", რომელიც შიშის ზარს სცემს ყველას." - დასძინა ფათიჰმა.
თურქმა მწვრთნელმა მისი გუნდის ახალწვეულებზეც გაამახვილა ყურადღება:"ფელიპე მელო ყოველ თამაშში უმატებს და გუნდს ძალიან ადვილად ერწყმება. მუსლერა უფრო თავდაჯერებული ხდება. უჯფალუსზე რა იტქმის თუ არა,რომ ის ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე. გუნდიდან ბევრი ფეხბურთელი წავიდა და ჩვენ ვცდილობთ ახალი ფეხბურთელებით ჩავანცვლოთ ისინი."
- 25 აგვისტო 2011
- 2 080
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.