რონალდუს ინტერვიუ

წინასასეზონო მომზადებისას კრიშტიანო რონალდუს მისამართით მთელი რიგი კრიტიკოსები ისროდნენ ისრებივით კრიტიკას, რომელიც ეხებოდა მისი ადაპტაციის ნელ ტემპს, მაგრამ სეზონის პირველივე მატჩებმა ნათლად დაანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პორტუგალიელი მადრიდის რეალისთვის, სწორედ მის მიერ მოტოქე გუნდეის დაცვის ხაზის "აწიოკება" უწყობს ხელს მადრიდის რეალს 4–დან 4 თამაშის მოგებაში. კრიტიკა კრიტიკაა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ეტაპზე რონალდუ არის არამარტო მადრიდის რეალის, არამედ მთლიანად ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, რითაც ის კიდევ ერთხელ ამტკიცებს , რომ ის პლანეტის ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ის თავისი თამაშით იმასაც ამტკიცებს, რომ მას შეუძლია სამეფო კლუბს ძველი დიდება დაუბრუნოს.

როგორ გრძნობთ თავს მადრიდში, ბედნიერი ხართ?

მე ბედნიერი ვარ ესპანეთში, ეტაპობრივად ვეჩვევი აქაურობას. დიდი ხანია აქ გადმოსვლა მინდოდა. მომწონს ის, თუ როგორ მექცევიან კლუბში.

როცა ინტერვიუს იძლევით ისეთი წარმოდგენა იქმნება , თითქოსდა გრცხვენიათ...

თავიდან ყოველთვის ვცდილობ სიმორცხვის გადალახვას. თავს უკეთესად ვგრძნობ, როცა ირგვლილ კარგი ადამიანები მყავს..

რამდენჯერ ნახეთ თქვენ მიერ ვილიარეალისთვის გატანილი გოლი? ეს თქვენი საუკეთესო გოლი იყო?

სიმართლე გითხრათ, მხოლოდ ერთხელ. ის მართლაც, რომ ერთ–ერტი საუკეთესო იყო ჩემ მიერ გატანილ გოლებს შორის.

თავიდანვე იცოდით, რომ სწორედ ასეთი გარღვევა და დარტყმა უნდა შეგესრულებინათ?

როცა მოედნის სიღრმიდან გარღვევაზე გავედი, მაშინ ვნახე, რომ ჩემ წინ თავისუფალი კორიდორი იყო და მე დავიწყე დარტყმის წერტილის ძიება. ამაზე მეტი ფიქრი თავში არც მქონია.

რატომ გაიქეცით სათადარიგოთა სკამზე და გადაეხვიეთ რაულს?

მან თამაშის წინ მითხრა, რომ გავიტანდი და მე ეს გამახსენდა.

ასე ყველა იტყოდა თქვენზე...

მადლობა უფალს, რომ ყველაფერი გამომდის. ჩვენ ვიგებთ, მე ბევრი გოლი გამაქვს და ამის გამო მადლობა ჩემ ტანაგუნდელებს უნდა ვუთხრა...

და ეს იმის შემდეგ, როცა მადრიდის რეალის რიგებში ჩატარებულ პირველ შეხვედრებში, თქვენ ვერანაირად ვერ შეძელით გოლის გატანა...

რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს ჩემში ეჭვი შეეპარებოდათ, როცა თამაში არ მიმდიოდა, მაგრამ მე ყოველტვის ისე ვვარჯიშობდი, როგორც მანჩესტერში–აუჩქარებლად, ვიცოდი რა , რომ ბოლო–ბოლო ყველაფერი გამომივიდოდა.

გიკვირთ, რომ თქვენ ესპანეთში სტვენით გხვდებიან?

მე მივეჩვიე ამას, ასეთია ფეხბურთი. ერთადერთი , რისი გაკეთებაც მე ძალიან მინდა, არის კარგად თამაში და თანაგუნდელებისთვის დახმარების გაწევა.

მოწინააღმდეგებს ეშინიათ, როცა თქვენ იწყებთ დრიბლინგს და სხვადასხვა სახის ტექნიკის დემონსტრირებას...

მე მესმის, მაგრამ ასეთია ჩემი თამაშის სტილი. ბავშობიდან ასე ვთამაშობდი და არ ვაპირებ ესპანეთში შევცვალო ჩვეული სათამაშო სტილი.

მაგრამ გრძნობთ თუ არა გულშემატკივრების სიყვარულს?

დიახ. ვალდებაბასზე ყოველთვის ბევრი გულშემატკივარი მოდის, ისინი ითხოვენ მანქანის გაჩერებას და ავტოგრაფების დარიგებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადვილი საქმე არაა, ჩვენ დიდი სიამოვნებით ვაკეთებთ ამას, ვინაიდან ვიცით, რომ მათ უყვართ მადრიდის რეალი და მისი ფეხბურთელები, რაც ჩვენ დამატებით მოტივაციას და სტიმულს გვაძლევს.

მაშინ როგორ გადიხართ გარეთ სასაუზმედ ან სავახშმოდ? ეს ალბათ ძალიან ძნელია, არა?

ჩვენ ყოველთვის გვაქვს შესაძლებლობა, რომ სახლში დავრჩეთ ან გავიდეთ სახლიდან, ვინაიდან ყველგან კი არაა ბევრი ხალხი. რა თქმა უნდა გვიწევს შესაფერისი ადგილის ძიება, მაგრამ მე ასეთ რამეებს დიდი ხანია, რაც მივეჩვიე.

ვინ ურტყამს თქვენთან თერთმეტმეტრიანებს? რა გაიფიქრეთ , როცა დეპორტივოსთან პირველი გოლი გაიტანეთ?

თამაშის წინ, მწვრთნელი ჩემსა და კაკას შორის არჩევს, თუ ვინ უნდა დაარტყას თერთმეტმეტრიანი. ხოლო, რაც შეეხება გოლს, მე ძალიან გახარებული ვიყავი, ვინაიდან ოფიციალურ თამაშებში ახალი კლუბის შემადგენლობაში ის ჩემი პირველი გოლი იყო.

მოგწოთ თუ არა ბარსელონას თამაში?

დიახ, მათ შესანიშნავი კლუბი ყავთ მაღალი კლასის შემსრულებლებით. მათ კარგად ითამაშეს, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ მათთან ბრძოლას და ვნახოთ სეზონის ბოლოს ვინ იქნება უძლიერესი.

წინა სეზონში ოქროს ბურთი თქვენ მოიგეთ...

მისი მოგება ძალიან სასიამოვნო იყო, ვიმედოვნებ , რომ ამ ჯილდოს კიდევ არაერთხელ მოვიგებ. ამასთან დაკავშირებითაც მშვიდად ვარ, ვინაიდან მე ჩემ საქმეს ვაკეთებ და ასე გავაგრძელებ კიდეც მომავალში.

ეხლა კი მოკლე კითხვები. რომ არა ფეხბურთელობა , ვინ იქნებოდაით?

არ ვიცი.

თქვენი მთავარი ღირსება

ჩემი მეგობრებისთვის კარგი მეგობარი ვარ

რა არ "მოგწონთ" საკუთარ თავში?

თუ რამე გადავწყვიტე , უკან არაფერზე ვიხევ..

რას გრძნობდით, როცა პირველად შეეხეთ ბურთს?

სიხარულს

საყვარელი საჭმელი

Паэлья (არ ვიცი რაა და იმიტომ დავწერე რუსულად ავტ. შველა)

საყვარელი სასმელი?

კოკა–კოლა და წყალი

როგორი მუსიკა მოგწონთ?

ნებისმიერი.

რას ამოშლიდით საკუთარი ცხოვრებიდან?

(პორტუგალიელმა ამოოხრა, მაგრამ არაფერი თქვა. იქნებ მას რამე ტრაგიკული გაახსენდა საკუთარი ცხოვრებიდან)

კეიროში თუ პელეგრინი?

რა ცუდები ხართ (იცინის), ორივე.

რაული თუ კასილასი?

ორივე

ჩემპიონთა ლიგა თუ ლა ლიგა?

ორივე

ხორცი თუ თევზი?

ხორცი

ღვინო თუ ლუდი?

ღვინო

ქერა თუ შავგრემანი?

შავგრემანი

რამდენი ტატუ გაქვთ?

არც ერთი.


წყარო: As















  • shvela
  • 26 სექტემბერი 2009
  • 4 298
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)