მოუ: "ჩემთვის მნიშვნელოვანია ასეთი მხარდაჭერა"
"ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გულშემატკივრები ასე გვიჭერენ მხარს. მიუხედავად ამ მატჩის ამხანაგური ხასიათისა, ჩვენ მაინც სრული სერიოზულობით მოვეკიდეთ საქმეს."
"ადანმა უნდა ითამაშოს, მას სათამაშო გამოცდილება და დრო ჭირდება. იგი ახლაგზარდა და პერსპექტიული მეკარეა. იგი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება. მე გამოვცადე კიდევ ორი მეკარე - ტომას მეხიასი და ხესუსი, მაგრამ ადანი მათგან ძირეულად განსხვავებულია. სეზონის განმავლობაში ანტონიო იკერის ღირსეული შემცვლელი იქნება. რიგ მატჩებში მას საშუალება ექნება "რეალის" კარში დადგეს. მან დღევანდელი მატჩი ძალიან კარგად ჩაატარა. სწორედ მისი უდიდესი წვლილია იმაში,რომ თასს დავეუფლეთ."
""რეალი" დღიდიდღე უმატებს და ნელ-ნელა დიდების გზას უბრუნდება. სამი ხედირა და ესტებან გრანერო გუნდს ძალიან აკლია. ისინი მალე გამოჯანმრთელდებიან და შემოგვიერთდებიან."
"ფაბიოს(კოენტრაო) ყველგან თამაში შეუძლია, მისი ბუნბერივი პოზიცია კი ნახევარდაცვაა. ჯერ ის ახალგაზრდაა და ხაბი ალონსოსგან ბევრი უნდა ისწავლოს. ვფიქრობ,რომ იგი ღირსეული მეწყვილე იქნება ხაბისა.იგივეს ვიტყოდი ალქესზეც, რომელსაც ჯერ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი."
"თავს ახლა ისე ვგრძნობ,როგორც არასდროს. მინდა ყურადღება გავამხვილო იმ ფაქტზე, როდესაც მე ვიღაცამ ტელეფონზე დამირეკა და თავისი ჭკუით დამაშინა. ჩემთის ეს უბრალოდ სასაცილო იყო და მეტი არაფერი. სიმართლე გითხრათ, ამაზე კარგად ვიცინე."
"ფათიჰი("გალათასარაის" მწვრთნელი) ჩემი დიდი მეგობარი და ჭკუის დამრიგებელია. ეს გუნდი გამოცდილ ხალხს ენდობა და მე მათი წარმატების მჯერა."
- 25 აგვისტო 2011
- 2 040
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.