"რეალი" - "გალათასარაი" [პრევიუ]
მაშ ასე, დღევანდელი მატჩი ბოლო წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპი იქნება. აქამდე მადრიდის "რეალმა" წარმატებულად ჩაატარა შეხვედრები თუ არ ჩავთვლით სუპერთასს. დღეს კი "ბლანკოსი" თურქეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბს დაუპირისპირდება. "გალათასარაი" "ბერნაბეუს" სტადიონზე უკვე მეორედ ითამაშებს. 10 წლის წინ კლუბები ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დაუპირისპირდნენ. მადრიდისტებმა "ლომები" 3-0 გაანადგურეს.
ჟოზე მოურინიოს განკარგულებაში 19 პირველი გუნდის ფეხბურთელი და 6 კანტერანოა: ნაჩო, მორატა, ტომას მეხიასი, ალექსი, მენდესი და მანდი. სავარაუდოდ ყველას თუ არა,მათ უმრავლესობას მაინც მიეცემა მატჩში მონაწილეობის მიღება.
"რეალს" ზედიზედ 6-ჯერ აქვს ეს თასი მოგებული და ძალიან დიდი ალბათობაა,რომ მეშვიდედაც მოიგოს. წინა მეტოქეები იყვნენ: "პენაროლი", "როსენბურგი", "სპორტინგი", "პარტიზანი", "ანდერლეხტი" და "მლს". თუ "ბლანკოსი" დღეს თასს აღმართავს გაიმეორებს 1994-2000 წლების რეკორდს. ამ წლებში "მერენგები" ზედიზედ 7-ჯერ დაეუფლნენ ტიტულს დაამრცხეს რა "სანტოსი", "მილანი", "პენაროლი", "პორტუგეზა", "ბენფიკა", "აიაქსი" და "პალმეირასი".
თასის გათამაშების ისტორიაში ჯერ არავის შეუსრულებია ჰეტ-ტრიკი. "როსენბორგთან" მატჩში ქარიმ ბენზემამ დუბლი შეასრულა და საკმაოდ რეალური შანსებიც ჰქონდა,რომ მესამე გოლიც გაეტანა, მაგრამ ამაოდ. ახლა კი მადრიდისტებს შესაძლებლობა აქვთ ისტორიაში შევიდნენ.
რაც შეეხება "რეალის" ოპონენტს, "გალათასარაი" თურქეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. ასევე ის პირველი თურქული კლუბი იქნება,რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ თასის გათამაშებაში.
"გალათასარაი" ძალიან გაძლიერდა ამ ზაფხულზე. კლუბში სამუშაოდ დაბრუნდა ფათიჰ ტერიმი, ასევე მეკარეების მწვრთნელად დაინიშნა ლეგენდარული ბრაზილიელი მეკარე კლაუდიო ტაფარელი,რომელმაც თავისი კარიერის უმნიშვნელოვანესი ნაწილი სწორედ "გალათასარაიში" გაატარა. მოვიდნენ რამდენიმე ძლიერი და ცნობილი ფეხბურთელებიც: ფელიპე მელო, უჯფალუსი, ებოე, ელმანდერი და მუსლერა. ასევე უკვე ლეგენდად ქცეული მილან ბაროში და კულიო შეეცდებიან "რეალის" დამარცხებას.
- 24 აგვისტო 2011
- 2 067
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.