მოურინიო "მანოლიტოს" კარგავს
სულ ცოტა დრო რჩება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ადებაიორის ბედი კი კვლავ გაურკვეველია...
ტოგოელ ფორვარდს ძალიან სურდა "რეალში" თამაში, თუმცა ყველაფერი იმისკენ მიდის,რომ იგი "ტოტენჰემში" ამოყოფს თავს. "მანჩესტერ სიტიში" მისი ადგილი აღარ არის, განსაკუთრებით მათ შემდეგ,რაც გუნდში კუნ აგუერო მივიდა. "მანოლიტო" სრულ გაურკვევლობაშია.
ჟოზე მოურინიოს ძალიან სურს კიდევ ერთი თავდამსხმელის დამატება. ემანუელ ადებაიორი ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია,მაგრამ პორტუგალიელი სპეციალისტი ნეიმარს ამჯობინებს. მაგრამ ბრაზილიელი ჯერ "სანტოსიდან" წასვლას არ აპირებს, ყოველშემთხვევაში დეკემბრამდე და შესაძლოა ჟოზემ "მანოლიტო" აირჩიოს.
ტოგოელი ფორვარდის განცხადებით იგი ბოლო წუთებამდე დაელოდება "რეალის" შემოტავაზებას, ხოლო თუ "ბლანკოსმა" არ ისურვა მისი შეძენა იგი "ტოტენჰემში" გადავა..
- 24 აგვისტო 2011
- 2 257
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.