მადრიდის "რეალი" მზადყოფნაშია

ჟოზე მოურინიოს 24 ფეხბურთელი სრულ მზადყოფნაში ჰყავს "გალათასარაისთან" მატჩისთვის...

მადრიდის "რეალი" სრულ მზადყოფნაშია "გალათასარაისთან" შესახვედრად. მადრიდისტებმა გუშინ ბოლო ვარჯიში გამართეს. შეგახსენებთ,რომ "ბერნაბეუს" თასის ფინალი დღეს გვიან ღამით გაიმართება 00:30 საათზე. ჟოზე მოურინიოს ამ მატჩისთვის 24 ფეხბურთელი ჰყავს სრულ მზადყოფნაში. განაცხადში პორტუგალიელ სპეციალისტს არ შეუყვანია არვალო არბელოა, სამი ხედირა და ჰამიტ ალტინტოპი. არბელოას მარჯვენა მუხლის ტრავმა აწუხებს, ხედირას გრიპი აქვს, ხოლო ალტინტოპზე ყველას კარგად მოგეხსენებათ.

24-დან 19 პირველი გუნდის წევრია, ხოლო 5 კანტერანო გახლავთ: ტომას მეხიასი, ალექსი, მორატა, ნაჩო და მენდესი. ოცდაოთხივე ფეხბურთელი გუშინ რუი ფარიამ ავარჯიშა. თავდაპირველად ისინი მოთელვით ვარჯიშებს აკეთებდნენ. ამის შემდეგ კი ძირითადად აქცენტი სისწრაფესა და ბურთის ფლობაზე გააკეთეს. ტრადიციულად მეკარეებს სილვინო ლოურო ავარჯიშებდა. მოგვიანებით მზადებას ჟოზე მოურინიოც შეუერთდა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (44)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)