ჟოზეს წერილი
როგორც მოგეხსენებათ, ხმები დადიოდა იმის შესახებ, რომ თითქოს ჟოზე აპირებდა "ბლანკოსის" დატოვებას.
"მხოლოდ მას, ვინც კარგად არ მიცნობს შეეძლო ეოცნება ან დაეჯერებინდა, რომ მე ამ დროს კლუბს დავტოვებდი.
დარწმუნებული ვარ, ბევრისთვის მოულოდნელი იყო თამაშის ის დონე, რომელიც რეალმა აჩვენა და ისინი კიდევ უფრო გაოცდებოდნენ, თუ კი მე დავტოვებდი კლუბს, თუმცა მინდა მათ განვუცხადო, რომ ეს შეუძლებელია. მე მადრიდში ვრჩები.
აქ მე ბრწყინვალე პრეზიდენტი მყავს, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს. აგრეთვე გვერდში მიდგას შესანიშნავი გენერალური დირექტორი, რომელიც 24 საათი კლუბისთვის მუშაობს. მათთან ერთად თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ და ძალიან მოტივირებული ვარ. ჩემსში უფრო მეტი მადრიდიზმია, ვიდრე სხვა "ვითომ მადრიდისტებში".
ჩემი წასვლა გამორიცხულია. გამორიცხული!
მე მინდა ბოდიში მოვიხადო ჩემის აქციელის გამო. არ ვაპირებს სხვებს დავემსგავსო და ტყუილები ვილაპარაკო. ისინი მალავენ ნამდვილ სახეებს და სხვაგან, ზურგს უკან ჩურჩულებენ.
მე არასოდეს ვიქნები მატყუარა. არასოდეს!
გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. შევხვდებით ხვალ, ბერნაბეუზე."
- 23 აგვისტო 2011
- 3 568
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.