კასილასი ზამორას ქვრივმა დააჯილდოვა
რიკარდო ზამორა მარტინესი მადრიდის "რეალს" 1930 წელს შეუერთდა. იგი ცნობილია,როგორც "ღვთაებრივი" მეკარე. ზამორა არამარტო "რეალისა" და ესპანეთის არამედ სრულიად საფეხბურთო სამყაროს ლეგენდაა. პოპულარულმა საფეხბურთო გამოცემა "მარკამ" რიკარდო ესპანეთის ყველა დროის საუკეთესო მეკარედ აღიარა.
პილარ გალდიანომ, ზამორას ქვრივმა მადრიდის "რეალის" კაპიტანს ფერწერული ნამუშევარი გადასცა საჩუქრად,რომელზედ თვით ლეგენდარული მეკარის ხელმოწერაა. იკერი აღფრთოვანებული დარჩა საჩუქრით და ემოციებს ვერ მალავდა.
"ძალიან ამაყი ვარ. ჩემთვის უდიდესი პატივია ამ საჩუქრის მიღება. ზამორას შესანიშნავი ოჯახი ჰყავს, სიყვარულითა და სიკეთით სავსე. მინდა გითხრათ,რომ ეს ნამუშევარი ჩემს სახლში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს." - განაცახადა იკერმა.
"ჩემი მეუღლე საუკეთესო იყო მსოფლიოში, ახლა კი საუკეთესო იკერია. ჩემთვის სხვა მეკარე არ არსებობს. მე ამ საყვარელ ნამუშევარს თქვენ გადმოგცემთ, რადგან სხვა არ მეგულება არავინ ამის ღირსი." - ასე მიმართა პილარმა იკერს...
- 22 აგვისტო 2011
- 2 104
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.