კასანო: "კაპელოს პატიება უნდა ვთხოვო"

"La Gazzetta dello Sport"-თან ინტერვიუში სამპდორიის ფორვარდმა კასანომ, გულახდილად ისაუბრა იმ პერიოდზე, როდესაც იგი მადრიდის რეალის ღირსებას იცავდა.

"მე შევცდი როდესაც რეალის წინადადება მივიღე, ვინაიდან დავრჩი ფეხბურთს მიღმა თითქმის ერთი წლის მანძილზე, მაგრამ ამასაც გააჩნია დადებითი მხარე, ვინაიდან მე სულიერად უფრო მეტად გავძლიერდი და ვისწავლე თუ როგორ უნდა მივიღო სწორი გადაწყვეტილება."

"იმ დროს მე გავაკეთე ბევრი უაზრობა და რომ შემეძლოს უკან დაბრუნება, ყველაფერს გავიღებდი იმისთვის რათა ეს შეცდომები თავიდან არ დამეშვა, მაგრამ როდესაც მოგდის წინადადება მადრიდის რეალიდან, ყველაფერი შენს ირგვლივ უმნიშვნელო ხდება და მხოლოდ ამ მოწვევაზე ხარ კონცენტრირებული."

"მე არაფრის დავიწყება არ მინდა, გარდა იმ პერიოდისა, როდესაც მადრიდის რეალში ვთამაშობდი კაპელოს ხელმძღვანელობის ქვეშ, ვინაიდან ამ დროს მე ღირსეული არაფერი გამიკეთებია. მე ვიყავი აუტანელი და ვარჯიშის სურვლიც კი არ მქონდა. ვარჯიშზე მივდიოდი როცა მე მომინდებოდა და მერე მთელი დღე მეძინა."

"კაპელო ხშირად ხუჭავდა თვალს ჩემს თავნებობაზე, ვინაიდან ჩემთან კარგი ურთიერთობა ქონდა. ის ჩემგან ამას არ იმსახურებდა. იშვიათად ვითხოვ პატიებას, მაგრამ კაპელოს შემთხვევაში ვალდებული ვარ ეს გავაკეთო."

"ერთხელ მე გადავწყვიტე წავსულიყავი იტალიაში ჩემ ბიძაშვილებთან, ამის შესახებ არავინ გამიფრთხილებია. მაშინ კაპელომ ჩამხედა თვალებში და მითხრა: "ცუდი დასასრული გელის.""

"ეს ამბავი არავისთვის გამიმხელია, დედაჩემისთვისაც კი. მე მივხვდი რომ ჩემი ხასიათის გამო ვიფუჭებ მომავალს..."

ინფორმაციის წყარო: marca.com

  • SunSay
  • 26 სექტემბერი 2009
  • 3 604
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)