"რეალის" საჩუქარი ბენედიქტ XVI-სთვის
მადრიდს 4 დღის განმავლობაში რომის პაპი ბენედიქტ XVI-ე სტუმრობდა. მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა,რომ მისთვის სპეციალური მაისური ეჩუქებინათ, რომელიც 16 ნომერია და უკან პაპის სახლი აწერია, ხოლო მაისურის წინა მხარეს "რეალის" უკლებლივ ყველა ფეხბურთელის ხელმოწერაა...
პ.ს. სწორედ პაპის "დამსახურებაა" რომ "ლა ლიგის" პირველი ტური ჩაიშალა. როგორც მოგეხსნებათ, ესპანეთში ეკონომიკური კრიზისია. ამ მძიმე ჟამს კი ხელისუფლებამ პაპის მიწვევა გადაწყვიტა და ყველა ხარჯის დაფარვა თავის თავზე აიღო. საბოლოოდ ბენედიქტ XVI-ს სტუმრობა 50 მილიონი ევრო დაჯდა. ამან აღაშფოთა სრულიად ესპანეთი და თითქმის ერთი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციები არ წყდებოდა ესპანურ ქალაქებში. შესაბამისად ესპანეთის ფეხბურთის ფედარაციამ გადაწყვიტა "ლა ლიგის" პირველი ტურის გადადება, რათა არეულობა აეცილებინათ თავიდან. წინასწარი ინფორმაციით პირველი ტურის მატჩები 28-29 დეკემბერს გაიმართება...
ყველას გასაგონად!!! მხოლოდ პირველი ტური გადაიდო. "ლა ლიგის" სეზონი მეორე ტურის მატჩებით დაიწყება!!!
- 22 აგვისტო 2011
- 2 223
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.