გაგო რჩება?

ფერნანდო გაგოს მომავალი ბურუსით არის მოცული. არგენტინელი ფეხბურთელი უკვე 2 წელია სათადარიგოთა სკამზე ჯდომის მეტს არაფერს აკეთებს. ჯერ მანუელ პელეგრინიმ, შემდეგ კი ჟოზე მოურინიომ ნახევარმცველის კარიერა ძალიან უკან დაწია, არც ჩილელი ენდებოდა ფერნანდოს და არც პორტუგალიელი ენდობა, ახალგაზრდა მოთამაშე ახალი გუნდის ძიებაშია...

გაგოს შეძენით ივლისის თვეში იტალიური ნაპოლი ინტერესდებოდა, მანამდე არგენტინელს მანჩესტერ "სიტიმაც" დაადგა თვალი, მაგრამ ფინანსური შეუთანხმებლობის გამო ტრანსფერი ჩაიშალა. 31 აგვისტოს სატრანსფერო ფანჯარა იხურება, მოურინიოს კი არგენტინელის გუნდში დატოვება არ სურს, მაგრამ მსურველები აღარ აქტიურობენ.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით "ნაპოლის" ხელმძღვანელობამ მადრიდელებს კიდევ ერთხელ შესთავაზა ფერნანდოს ტრანსფერზე საუბარი, იტალიელები მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 7 მილიონი ევრო გადაიხადონ, პერესი კი 11 მილიონს "კაპიკს" არ აკლებს.

პრაქტიკულად ნაპოლის გარდა ფერნანდოს მსურველი გუნდი ამ ეტაპზე არ ჩანს, ამიტომ სავარაუდოა, რომ მინიმუმ ზამთრამდე ფეხბურთელი კვლავ სამეფო კლუბის ღირსებას დაიცავს.

  • Hala
  • 21 აგვისტო 2011
  • 2 338
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 რაფინია 11
3 მბაპე 10
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (323)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)