ადებაიორის საქმე კვლავ გასარკვევია
მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მესამე ფორვარდის დამატების დიდ სურვილს გამოთქვამს, რადგან მისი აზრით მთელი სეზონის მანძილზე მხოლოდ იგუაინის და ბენზემას იმედზე ყოფნამ შესაძლოა პრობლემები შექმნას...
სამეფო კლუბი კვლავ ინტერესდება წინახაზელის შეძენით, მაგრამ ნეიმარის უარის შემდეგ სიტუაცია თითქოს მიწყნარდა და ყველაფერს ისეთი პირი უჩანდა, რომ გუნდს ფორვარდს აღარ დაიმატებდა.
ემანუელ ადებაიორი კვლავ მანჩესტერ "სიტის" საკუთრებაა, მაგრამ ტოგოელი ფეხბურთელი ღიად აცხადებს, რომ კარიერის "ბლანკოსში" გაგრძელება მისი ოცნებაა, ემანუელს არ სურს პრემიერ ლიგაში თამაში და დიდი იმედი აქვს იმისა, რომ სექტემბრიდან კვლავ "რეალის" ფორმას მოირგებს.
ჟოზე მოურინიო დილემის წინაშე დგას, მან ერთხელ უკვე თქვა ადებაიორზე უარი, მაგრამ შესაძლოა იძულებული გახდეს და იგი გუნდში დააბრუნოს, რადგან გუნდში მესამე ფორვარდი ესაჭიროება.
გავრცელებული ინფორმაციით მადრიდული გუნდის ადმინისტრაციამ შესაძლოა "სიტის" მიმართოს და ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს, ტოგოელის გამადრიდელება არც ისე რთული საქმე იქნება, რადგან არც მანჩესტერს და არც ფეხბურთელს არ სურთ თანამშრომლობის გაგრძელება.
- 21 აგვისტო 2011
- 2 171
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.