პერესი: "ჩვენ ვახარებთ გულშემატკივრებს კრიზისის დროსაც კი"
პერესმა ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მან კრიზისის დროსაც კი მოახერხა გულშემატკივრების გამოცოცხლება და გახარება, ვინაიდან "გაჩარხა" სერიოზული ტრანსფერები.
"მადრიდის რეალის ღირსებას მუდამ იცავდნენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები. ჩვენი გუნდი სწორედ ამით განსხავდებოდა სხვა კლუბებისგან და ეს აძლევდა მას საშუალებას დაეკავებინა მოწინავე რიგები მსოფლიო ფეხბურთში. მე ვმოქმედებ იმ პრინციპებით, რომელსაც ჯერ კიდევ ბავშვობიდან ვაკვირდებოდი." - განაცხადა პერესმა ინგლისურ გამომცემლობა "The Wall Street Journal"-თან საუბრისას.
პერესმა აგრეთვე ჟურნალისტს გაუმხილა ბავშვობის შთაბეჭდილებები, როდესაც ის და მამამისი ერთად დადიოდნენ ფეხბურთის საყურებლად. იმ დროს მადრიდის რეალის პრეზიდენტი სანტიაგო ბერნაბეუ იყო, ხოლო კლუბში ირიცხებოდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: დი სტეფანო, პუშკაში და ხენტო. "არსებობენ ადამიანები, რომლებიც მადრიდის რეალის თამაშით ცხოვრობენ და სულდგმულებენ. ჩვენ მივაღწიეთ დასახულ მიზანს, ვინაიდან შევძელით გამოგვეცოცხლებინა და გაგვემხიარულებინა ჩვენი გულშემატკივრები, კრიზისის დროსაც კი."
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალის ვალი 327 მლნ. ევროს შეადგენს, მიუხედავად ამისა პერესი მომავალს ოპტიმისტურად უყურებს. მის დროს შეიქმნა გალაქტიკო, სადაც თამაშობდნენ ისეთი ფეხბურთელები როგორებიც იყვნენ: ზიდანი, ბექჰემი, რონალდო, ფიგუ და სხვა. მაშინაც მადრიდის რეალს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, თუმცა აქსესუარებისა და ტრანსლაციის უფლებების გაყიდვიტ პერესმა გუნდი კრიზისდან ამოიყვანა. აი რას ამბობ ფლორენტინო დღევანდელ მდგომარეობაზე: "ეს ტრანსფერები შეუფასებელია, ვინაიდან ჩვენ შევიძინეთ პროფესიონალები, რომლებიც წარმატებამდე მიგვიყვანენ. აგრეთვე ამ გზით ჩვენ მოვიზიდავთ ინვესტიციებს და ამოვალთ კრიზისიდან."
გამომცემლობა "The Wall Street Journal"-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ მადრიდის რეალი არის ყველაზე შემოსავლიანი კლუბი მისი შემოსავალი წლიურად 336 მლნ. ევროს შეადგენს. ანუ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და რეალი მიმდინარე სეზონშივე მოახერხებს დავალიანების დაფარვას.
ინფორმაციის წყარო: Marca.Com
- 26 სექტემბერი 2009
- 3 361
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.