პირველი ვარჯიში "ბერნაბეუს" თასისთვის მოსამზადებლად
დღეს ჟოზე მოურინიომ თავისი შეგირდები სრული დატვირთვით ავარჯიშა...
ჟოზე მოურინიო დღეს ვალდებასაზე თავისი შეგირდები ავარჯიშა. "მერენგები" "გალათასარაისთან" მატჩისთვის ემზადებიან. პორტუგალიელი სპეციალისტის განკარგულებაში 23 ფეხბურთელი იყო.
მოურინიო კანტერანოებიც მიიწვია ვარჯიშზე. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ტომას მეხიასს, მერჩანს, მენდესსა და მანდის უხმო. უკანასკნელი სამი "რეალ მადრიდ ც"-ში გამოდის. აუცილებლად უნდა აღნიშ§ოს,რომ ფეხბურთელებს 40 გრადუსიან სიცხეში უწევდათ ვარჯიში.
მოთელვითი ვარჯიშები რუი ფარიამ ჩაატარა. ამის შემდეგ კი ჟოზე მოურინიოს მეთვალყურეობის ქვეშ მოხდა ყველაფერი. ძირითადად იგი ტაქტიკებს ამუშავებდა. თავის მხრივ სილვინო ლოურო მეკარეებს ავარჯიშებდა.
ვარჯიშს ტრავმის გამო ვერ დაესწრნენ ჰამიტ ალტინტოპი,ესტებან გრანერო და ნური შაჰინი. ასევე არ იმყოფებოდა სამი ხედირა. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი გერმანელ ფეხბურთელს გრიპი აწუხებს. ექიმები ირწმუნებიან,რომ საშიში არაფერია და სამი ოთხშაბათს თამაშს შეძლებს.
- 21 აგვისტო 2011
- 2 213
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.