ახალი სეზონი იწყება
სულ მალე ახალი სეზონი დაიწყება, მადრიდის "რეალის" სარეზერვო გუნდთაგან ზოგმა მზადება დაასრულდა, ზოგიც კი მზადების დასკვნით ეტაპს გადის. 21 აგვისტოს, "სეგუნდა ბ" - დივიზიონის პირველი ჯგუფის პირველ ტურის მატჩში ერთმანეთს მადრიდის "რეალისა" და ხიხიონის "სპორტინგის" სარეზერვო გუნდები დაუპირისპირდებიან. "რეალის" მესამე სარეზერვო გუნდს მზადება არ დაუსრულებია, 20 აგვისტოს ისინი ამხანაგურ შეხვედრას "ვალიადორიდის" სარეზერვო გუნდის წინააღმდეგ გამართავენ. "ხუვენილ C" "ტორნეო კოლადო მედიანო" - ზე მონაწილებას იღებს, რომლის ფარგლებშიც გუნდი 19 აგვისტოს მატჩს "ვალიადორიდის" შესაბამისი ასაკობრივი გუნდის წინააღმდეგ გამართავს. 20 აგვისტოს გამართავს მატჩს ასევე "კადეტე A", ამხანაგურ მატჩში მათი მეტოქე "ტრუილიო" იქნება.
სტატია მომზადებულია RealMadrid.Com - ზე დაყრდნობით
- 19 აგვისტო 2011
- 1 965
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.