"რეალი" "კამპ ნოუზე" სუპერთასისთვის მეცხრედ იბრძოლებს
სუპერთასის პირველ მატჩში ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელები თვალნათლივ დაჩაგრეს ყველა კომპონენტში. ბოლო 3 წლის განმავლობაში ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა "რეალი" "ბარსელონასთან" მატჩში შესამჩნევ უპირატესობას ფლობდა. მიუხედავად ფრისა, ფეხბურთელებს იმედი ჩაესახათ "კამპ ნოუზე" გამარჯვებისა. "ბერნაბეუზე" გამართული შეხვედრის შემდეგ ხაბი ალონსომ შემდეგი კომენტარი გააკეთა:"ჩვენ შეგვწევს ძალა ოთხშაბათს "ბარსა" დავამარცხოთ თავისავე მოედანზე. ვიცით, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ მათთან."
"ფეხბურთი ზოგჯერ უსამართლოა" - ასეთი და ამდაგვარი კომენტარები გააკეთეს სხვა ფეხბურთელებმა. რაც არ უნდა დასანანი იყოს, მატჩი ფრედ დასრულდა და ახლა ყველაფერი "კამპ ნოუზე" გასამრთ შეხვედრაზეა დამოკიდებული.
მადრიდის "რეალს" მცირე დანაკლისი აქვს. როგორც იცით, ნური შაჰინი ტრავმირებულია და სარეაბილიტაციო კურსებს გადის. ჰამიტ ალტინტოპმა კი ოპერაცია გაიკეთა და იგი ჯერ ვერ ახერხებს მოედანზე გასვლას. არის კარგი ამბებიც - ესტებან გრანერომ ტრავმა სრულად მოიშუშა და ჟოზე მოურინიომ იგი განაცხადში დააბრუნა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა მხოლოდ ორი კანტერანო გამოიძახა - ტომას მეხიასი და ალვარო მორატა. ყველა ფეხბურთელს ეძლევა საშუალება ისტორიაში შევიდნენ და რიგით მეცხრე თასი აღამართინონ მადრიდის "რეალს"...
თუ სუპერთასის სტატისტიკას მოვიშველიებთ, "ბარსელონა" მხოლოდ თასების რაოდენობით სჯობს "რეალს". "ბლაყგრანას" აღნიშნული ტიტული 9-ჯერ აქვს მოგებული, ხოლო "ბლანკოსს" - 8-ჯერ. სხვა მხრივ "მერენგები" თავიანთ მოსისხლე მეტოქეებს მნიშვნელოვნად ჯაბნიან.
რაც შეეხება "ბარსელონას", დღევანდელი შეხვედრისთვის სეხიო ბუსკეცი, ხერარდ პიკე და ხავი მზად არიან. ასევე "ბლაუგრანას" ორიოდე დღის წინ ცესკ ფაბრეგასიც დაემატა, რომლის პრეზენტაცია გუშინწინ შედგა, ესპანელმა იმ დღესვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და ვარჯიშიც მოასწრო ახლა თანაგუნდელებთან. სავარაუდოდ მისი დებიუტი სწორედ "რეალის" წინააღმდეგ შედგება.
- 17 აგვისტო 2011
- 2 023
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.