ძაგოევის ოჯახში მოხარულნი არიან "რეალის" ინტერესით
"რეალის" ინტერესმა ძაგოევისადმი მის ოჯახს გაუჩინა მადრიდში მოხვედრის ილუზია. რუსი ფეხბურთელი გავრცელებული ხმების ცნობით მადრიდულ კლუბში 2010 წელს გადავა.
ამან ძალიან გაახარა ფეხბურთელის მამა ტარიელ ძაგოევი. რუსულ პრესასთან საუბარში ტარიელი იყო ძალიან გახარებული მისი შვილის "რეალში" შესაძლო ტრანსფერის გამო. "მე მიყვარს "რეალი". ის მსოფლიოში საუკეთესო კლუბია და მსურს ჩემმა შვილმაც იქ ითამაშოს. ასეთი შემოთავაზებები ყოველდღე არ ხდება".
მიუხედავად ტარიელის ილუზიისა, მისი თქმით, ალანი ახალგაზრდაა იმისთვის, რომ ასეთ გრანდში ითამაშოს. "შეიძლება ჯერ კიდევ ადრეა. ალანი უნდა გაიზარდოს. დაველოდოთ რა მოხდება" – განაცხადა ტარიელ ძაგოევმა.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 25 სექტემბერი 2009
- 3 835
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.