გენიჩი: "სუპერთასს "რეალი" მოიგებს"

რუსეთის ერთერთმა ყველაზე პოპულარულმა ფეხბურთის კომენტატორმა და ექსპერტმა - კონსტანტინ გენიჩმა, კომენტარი გააკეთა მოახლოებულ "ელ კლასიკოზე"

კონსტანტინს აქვს თავისი ბლოგი, სადაც ფეხბურთის გულშემატკივრების კითთხვებს პასუხობს.

ერთერთმა "ფეხბურთის მოყვარულმა" მას ასეთი კითხვა დაუსვა: "კონსტანტინ, ალბათ ყველასთვის აშკარაა, რომ ბარსა დაამარცხებს რეალს. როგორ ფიქრობთ, როგორი სხვაობით მოახერხებს ამას?"

გენიჩის პასუხი: "ესპანეთის სუპერთასს მადრიდის "რეალი" მოიპოვებს. თუ როგორი ანგარიშით დასრულდება ეს ყველაფერი, პროგნოზის გაკეთება უკვე თქვენთვის მომინდია."

რუს კომენტატორს, კიდევ ბევრი კითხვა დაუსვეს გასულ და მოახლოებულ "ელ კლასიკოზე". ის თვლის, რომ მატჩის ერთერთი გამორჩეული ფეხბურთელი ბენზემა იყო და თუ ფრანგი ასეთი ტემპით გააგრძელებს პროგრესს, იგუაინს ძალიან გაუჭირდება ძირითადში დაბრუნება.

"ვფიქრობ, ბარსელონას ასეთი სუსტი თამაში, ცუდი წინასასეზონო მომზადებით არის გამოწვეული. დარწმუნებული ვარ, კატალონიელები ნელნელა მოუმატებენ, თუმცა აღსანიშნავია რეალის პროგრესიც. "სამეფო კლუბმა" უკვე გადალახა ის ფსიქოლოგიური ბარიერი, რომელიც ნოემბრის "ელ კლასიკოში" გაჩნდა. დარწმუნებული ვარ, 17-ში ხავი და პიკე ძირითადში ითამაშებენ, გვარდიოლა გამოიყვანს ოფტიმალურ შემადგენლობას, თუმცა "რეალი" უკეთესად გამოიყურება და ჩემი აზრით, სწორედ ბლანკოსი გახდება სუპერთასის მფლობელი". - დაასრულა გენიჩმა

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ პირველი მატჩის წინ კონსტანტინმა განაცხადა: ""რეალი" უკეთეს ფორმაში იმყოფება, თუმცა ვფიქრობ, "სანტიაგო ბერნაბეუზე" საბოლოო ანგარიში 2-2 დაფიქსირდება და ყველაფერი "ნოუ კამპზე" გადაწყდება".

  • dato818
  • 16 აგვისტო 2011
  • 4 433
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)