პირველი ვარჯიში სუპერთასის განმეორებით მატჩამდე
ჟოზე მოურინიომ დღეს მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები ვალდებასაზე სრული დატვირთვით ავარჯიშა. ეს პირველი მოსამზადებელი ეტაპი იყო სუპერთასის განმეორებით მატჩამდე. ნური შაჰინი კვლავინდებურად დარბაზში ვარჯიშობდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ...
ჟოზე მოურინიოს განკარგულებაში 23 ფეხბურთელი იყო. გუნდს შეუერთდა კანტერანო ხესუსიც, ასევე ვარჯიშს დაეწრნენ:ტომას მეხიასი, ნაჩო, ალექსი და მორატა. მიუხედავად იმისა,რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ვარჯიშს ესწრებოდა, ფეხბურთელთა მომზადებას რუი ფარია ხელმძღვანელობდა. ძირითადად იგი იმ ფეხბურთელებს აკვირდებოდა,რომელთაც "ბარსასთან" თამაში სასტარტოდან დაიწყეს. (რამოსი, პეპე, კარვალიო, მარსელო, ხედირა, ალონსო, ოზილი, დი მარია, რონალდო და ბენზემა). თავის მხრივ სილვინო ლოურო მეკარეებს ავარჯიშებდა. უნდა აღნიშნოს,რომ ფეხბურთელებმა მაქსიმალური დატვირთვით ივარჯიშეს და თავი არ დაზოგეს.
ამ დროს ესტებან გრანერო და ნური შაჰინი სპორტულ დარბაზში გადიოდნენ სარეაბილიტაციო კურსებს. მათ ვარჯიშს ექიმები მეთვალყურეობდნენ....
- 15 აგვისტო 2011
- 2 704
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




