ესპანეთი 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა

ესპანეთის ნაკრები გუშინ მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალში ბრაზილიის ნაკრებთან დამარცხდა...

მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატზე, რომელიც კოლუმბიაში ტარდება გუშინწინ და გუშინ გაიმართა მეოთხედფინალური დაპირისპირებები:

პორტუგლია 0-0 არგენტინა (პ. 5-4)
მექსიკა 3-1 კოლუმბია
საფრანგეთი 3-2 ნიგერია
ბრაზილია 2-2 ესპანეთი (პ. 4-2)

მაშ ასე, ესპანეთის ნაკრები,რომლის კარს კანტერანო პაჩეკო იცავს, პენალტების სერიაში დამარცხდა.მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1-1 დასრულდა. დამატებით დროში კი გუნდებმა თითო-თითო გოლი გაიტანეს და კიდევ ერთხელ დაზავდნენ. აღსანიშნავია,რომ "ფურია როხამ" ორჯერ გაათანაბრა ანგარიში. გოლები ესპანელთა მხრიდან გაიტანეს: როდრიგო(57') და ვასკესი(102'), ხოლო ბრაზილიიდან: ვილიანი(35') და დუდუ(100'). უნდა ითქვას,რომ სამხრეთ ამერიკელები მთელი მატჩის განმავლობაში შესამჩნევ უპირატესობას ფლობდნენ. საბოლოოდ ბრაზილიელებმა თერთმეტმეტრიანების სერიაში 4-2 იმარჯვეს...

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალები 17 აგვისტოს გაიმართება - საფრანგეთი-პორტუგალია, ბრაზილია-მექსიკა...


ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2026 (51)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (307)