პელეგრინის პრეს–კონფერენცია

მანუელ პელეგრინმა ვარჯიშის შემდეგ გამართა პრეს–კონფერენცია, სადაც ისაუბრა მადრიდის რეალის მომდევნო მეტოქეზე და კლუბის მომზადების დონეზე.

ამ დღეებში ბევრი ითქვა და დაიწერა თქვენი შეგირდების თავდასხმითი ხაზის სიძლიერეზე, მაგრამ ამასთანავე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ბლანკოსებმა ამ დღეების განმავლობაში, არც ისე ბავრი გოლი გაუშვეს...

ძალიან მნიშვნელოვანია, როცა კლუბში დაბალანსირებულია მდგომარეობა. ჩვენ ვცდილობთ პრესინგის შედეგად , ბურთი ჩვენი მოედნის ხაზიდან, რაც შეიძლება შორს დავიჭიროთ. რაც დრო გადის, მით უფრო ვაუმჯობესებთ დაცვის ხაზში თამაშს, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ბურთების შეფარდებით ოპონენტებს გავუწიოთ კონკურენცია.

ბევრი ვილიარეალის ფეხბურთელი გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ თამაშის მიწურულისკენ კრიშტიანო რონალდო ძალზე ტექნიკურად ათამაშდა და თითქოს ისე ჩანდა, რომ ის დასცინოდა მეტოქეებს. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

ის ყოველთვის ძალზედ ტექნიკურად თამაშობს და არამგონია, რომ ამაში რამე გამაღიზიანებელი ყოფილიყოს.

არის თუ არა მზად ხაბი ალონსო სათამაშოდ?


ჩვენ ხაბი გამოვიძახეთ შემადგენლობაში. ვილიარეალის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის მოსამზადებელი პერიოდი ცოტა იყო, ამიტომ თავი შევიკავეთ მისი გამოძახებისგან, ხოლო ეხლა კი მომდევნო 24 საათში გადაწყდება , რამდენად მზადაა იგი თამაშის ძირითადიდან დასაწყებად. ასეა თუ ისე, ის შეყვანილია განაცხადში.

გიკვირთ თუ არა ის ფაქტი, რომ კლუბს აკრიტიკებენ იმ თამაშის გამო, რასაც ის აჩვენებს?

არა, ვინაიდან ყველანი მხოლოდ სრულყოფილებისკენ მივისწრაფით და გვინდა ყველაფერი საუკეთესოდ იყოს. კრიტიკოსები ყოველთვის როდი ამბობენ ერთსა და იმავეს, მაგრამ მე თავად ვარ ჩემი თავის კრიტიკოსი და გეტყვით, რომ ჯერ-ჯერობით არ მომწონს ჩვენი თამაში. კლუბს შეუძლია მომატება და ჩვენ ამაზე ბევრს ვმუშაობთ. ბევრი ფიქრობს, რომ პრობლემები შეგვექმნება, მაგრამ მინდა მათ ვუთხრა, რომ ვიცით, თუ რაა მთავარი მიზანი და ისიც ვიცით, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ მათ.

რაც შეეხება თქვენს როტაციის პოლიტიკას–როგორც წინა თამაშებმა გვიჩვენა, სხვადასხვა ტაქტიკით თამაშობთ სახლში და გასვლაზე, აპირებთ თუ არა , ამ მიდგომის დანერგვას?

ჩვენ ერთმანეთის მსგავს კლუბებს ვეთამაშეთ სახლშიც და გასვლაზეც. არის ბევრი ფაქტორი, რომელიც თამაშიდან გამომდინარე წყდება. წინასწარ ვერაფერს ვერ განსაზღვრავ, ჩვენ ვიყენებთ იმ ტაქტიკასა და სქემას, რომელიც ამა თუ იმ კონკრეტული თამაშისთვის იქნება შესაფერისი.

წლების წინ ტენერიფე გახდა მადრიდის რეალის ღამის კოშმარი. რას ფიქრობთ ხვალინდელ თამაშზე?

ეს წლები შესანიშნავად მახსოვს, მაგრამ ის წარსულში დარჩა. მიხარია, რომ ტენერიფეს ყავს თავისი კლუბი ლა ლიგაში. ეს ძნელი თამაში იქნება, ვინაიდან მოწინააღმდეგეს დამატებითი მოტივაციაც ექნება. დარწმუნებული ვარ მათ დასამარცხებლად მაქსიმუმის გაღება მოგვიწევს.

ბერნაბეუზე მყოფმა გულშემატკივრებმა გააკრიტიკეს გაგოს წინა თამაში, მიიღებთ თუ არა ამას მხედველობაში სასტარტო შემადგენლობის დაყენებისას?

არა, ეს ბუნებრივიც იყო.ფეხბურთელმა უკვე გაიგო ყველაფერი და ის მზადაა, რაც მოხდა წარსულში დატოვოს. პუბლიკას მისი საწინააღმდეგო არაფერი არ აქვს , მას ყველა თამაშში კი არ განსჯიან.

რას ფიქრობთ მესისა და რონალდუს შორის გამართულ შეჯიბრებაზე?

ისინი ექსტრა კლასის ფებხურთელები არიან. ორივე მათგანი ცდილობს 100%–ით დახარჯვას. ორივე კლუბი ბედნიერი უნდა იყოს, რომ ასეთი ფეხბურთელები ჰყავს საკუთარ შემადგენლობაში. მე არ ვაპირებ მათ შეფასებას. მე მიხარია, რომ კრისტიანო რონალდო მადრიდის რეალში თამაშობს.

ვილიარეალთან შეხვედრაში გუტიმ და გრანერომაც შეასრულეს სტანდარტული მდგომარეობები. მოგწონთ თუ არა სტანდარტული მდგომარეობების შემსრულებლთა ხშირი ცვლა?

ეს დამოკიდებულია ბურთის პოზიციაზე, კარამდე მანძილზე და ა.შ. ზოგჯერ ბურთის ჩაწოდებაა საუკეთესო გამოსავალი, ამიტომ თითოეულმა ფებხურთელმა იცის, თუ როდის მოვა მისი დრო.


წყარო: Realmadrid.com

  • shvela
  • 25 სექტემბერი 2009
  • 3 923
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)