"რეალი" - "ბარსელონა" [პრევიუ]
მადრიდის "რეალი" დღეს კატალონიის "ბარსელონას" მიიღებს, შეხვედრა თბილისის დროით 23:55 საათზე აიღებს სტარტს...
სამეფო კლუბმა შარშან "კოპა დელ რეის" მოგება შეძლო და სწორედ ამიტომ უპირისპირდება დღეს გვარდიოლას შეგირდებს. ბოლო 24 წლის მანძილზე "ბლანკოსს" მსგავსი წინასასეზონო მომზადება არ ჰქონია, საუბარი რა თქმა უნდა შედეგებზეა. მოურინიოს შეგირდებმა 7 არაოფიციალური მატჩი გამართეს და შვიდივე მოიგეს, ამასთანავე აღსანისნავია, რომ წინა ხაზმა ბრწყინვალედ ითამაშა, გუნდმა ჯამში 27 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში მხოლოდ 5 მიიღო, გამოდის, რომ ესპანური გრანდი თითო თამაშში საშუალოდ ოთხჯერ ახერხებდა მეტოქის დამწუხრებას.
დღევანდელი შეხვედრისთვის სანტიაგო ბერნაბეუ სრულ მზადყოფნაშია, ყველა ბილეთი გაყიდულია და მადრიდული ინჩადა მოუთმენლად ელის შეხვედრას. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ გუშინდელ სავარჯიშო სესიას დაახლოებით 60 000 გულშემატკივარი დაესწრო.
სტატისტიკის მიხედვით "ბლანკოსი" უპირატესობას ფლობს. ხსენებულ ტურნირზე ეს გუნდები ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ. (იგულისხმება ორ შეხვედრიანი დაპირისირებები), დედაქალაქელებმა ოთხივეჯერ შეძლეს კატალონიელთა ძლევა და თასზე დაუფლება.
მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ უკვე დაასახელა იმ 20 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც განაცხადში იქნებიან. საბედნიეროდ სერხიო რამოსი მწყობრშია და მან შესაძლოა ითამაშოს. ასევე გუნდთან ერთად არის ხესუსი. დაზიანებების გამო დღეს გუნდს ვერ დაეხმარებიან ჰამიტ ალტინტოპი, ესტებან გრანერო და ნური შაჰინი, ეს ფეხბურთელები აღდგენით პროცესს გადიან.
ბარსელონელთა წინასასეზონო მომზადება არც ისე სახარბიელოდ წარიმართა. გვარდიოლას მოთამაშეებმა 6 შეხვედრა გამართეს, აქედან 2 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
კატალონიელთა შემადგენლობა დატოვეს გაბრიელ მილიტომ, ხეფრენ სუარესმა და ბოიან კრკიჩმა, მაგრამ გვარდიოლას კოლექტივს ალექსის სანჩესი შეუერთდა.
შემადგენლობის მხრივ "ბარსელონას" მცირე პრობლემები აქვს, საეჭვოა პუიოლის თამაში, მაგრამ მის ბედს მხოლოდ მწვრთნელი გადაწყვეტს, ასევე დაზიანება აქვს მაქსველს. ნახევარდაცვასა და თავდასხმაში შემადგენლობა სავარაუდოდ უცვლელი იქნება.
- 14 აგვისტო 2011
- 2 352
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.