საფრთხე ''რეალისთვის'' ?

დღევანდელ მატჩს მადრიდელი გულშემატკივრისთვის ნაცნობი არბიტრი ვიტიენესი გაუძღვება, რომელიც გამოირჩევა ''რეალის'' კარში თერთმეტმეტრიანების დანიშვნით.

გუტი 1976 წლის 31 ოქტომბერს მადრიდის ერთ-ერთ ცნობილ უბანში დაიბადა. მან საკუთარი ცხოვრების 24 წელი შესწირა მშობლიურ კლუბ მადრიდის ''რეალს''. იგი 9 წლის ასაკში შეუერთდა სამეფო კლუბს და ყველა საფეხური გაიარა, რათა მომხდარიყო პირველ გუნდში. იგი ბავშვობიდან გამოირჩეოდა კრეატივითა და შემოქმედებითობით. ახალგაზრდულ ასაკში ხოსე მარია თავდამსხმელად თამაშობდა, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად იგი ხშირად იცვლიდა პოზიციებს. 1995/96 წლებში გუტი ''რეალ'' მადრიდ B(ამჟამინდელი კასტილია) - ს შეუერთდა, სადაც ხოლხე ვალდანოს მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა. 1995 წლის 2 დეკემბერს მაესტროს დებიუტი შედგა პირველლ გუნდში, მაშინ თეთრებმა სევილიელები დაამარცხეს ანგარიშით: 4-1.

საფრთხე ''რეალისთვის'' ?


1997-98 წლების სეზონი გამოცდის ჩაბარების პერიოდია გუტისთვის. სამეფო კლუბმა აღმოაჩინა ტალანტი, რომელმაც შესაძლოა რაულთან ერთად ეპოქა შექმნას ამ კლუბში. მისი ნიჭითა და შრომისმოყვარეობით ყველანი მოხიბლული იყვნენ. სეზონის ბოლოს ხოსე მარიამ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული მოიპოვა, 1998 წელს სამეფო კლუბმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

საფრთხე ''რეალისთვის'' ?



1999-2000 წლების სეზონი ახალი გამოწვევაა გუტისთვის, მას უხდებოდა კონკურენციის გაწევა ლეგენდარული კლარენს ზეედორფისთვის. საბოლოოდ მოხდა ის, რომ გუტი დარჩა ზეედორფმა კი დატოვა მადრიდი. 2000-01 წლების სეზონი მაესტროსთვის ინდივიდუალური თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან მან 48 შეხვედრაში 18 გოლის გატანა მოახერხა, რაც ნამდვილად არ იყო ურიგო მისი პოზიციის ფეხბურთელისათვის.

გალაკტიკოსის დასაწყისი
2000 წელს ახალი ერა დაიწყო მადრიდის ''რეალში''. სამეფო კლუბის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ფლორენტინო პერესი, რომელსაც გრანდიოზული იდეები გააჩნდა. მისთვის პრიორიტეტი გახლდათ დრიმ თიმის შექმნა და არა კანტერა. პერესმა მოიყვანა ფიგუ, ზიდანი, რონალდო, ბექემი, გუნდში ასევე ირიცხებოდნენ მაკმანამანი და მაკელელე გუტის წარმოუდგენელი კონკურენციის წინაშე მოუხდა გამკლავება.

საფრთხე ''რეალისთვის'' ?


2006 წელი გუტისთვის ახალი გამოწვევა აღმოჩნდა. ზიდანმა ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა, ჰერნანდესი კი სამეფო კლუბის ფლეიმეიკერად მოგვევლინა. 2006-08 წლებში მადრიდელებმა ზედიზედ ორჯერ იმარჯვეს ესპანეთის ჩემპიონატში გუნდის დირიჟორი კი გუტი გახლდათ.

საფრთხე ''რეალისთვის'' ?


საფრთხე ''რეალისთვის'' ?


საფრთხე ''რეალისთვის'' ?


საფრთხე ''რეალისთვის'' ?


საფრთხე ''რეალისთვის'' ?



გუტი გახლდათ საოცარი მეპასე. მას ჰქონდა ყველასგან განსხვავებული მოედნის ხედვა. კარიერის მანძილზე მან უამრავი საოცარი საგოლე გადაცემა შეასრულა. გთავაზობთ მომენტს,რომელიც აღიარებულია, ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო საგოლე გადაცემად. საოცარი კომბინაცია საოცარი კომენტირებით. მოვიშველიებ რუსი კომენტატორის სიტყვებს, რომელიც ამბობს : ''მაესტრომ საოცრება ჩაიდინა, ბენზემამ კი საკუთარი სახელი ჩაწერა პროტოკოლში. ''


საფრთხე ''რეალისთვის'' ?



საფრთხე ''რეალისთვის'' ?



2010 წლის 25 ივლისს დგება ავადსახსენებელი დღე, როცა კლუბი ორ ლეგენდას უცხადებს, რომ აღარ სჭირდება. სამეფო კლუბს ხოსე მარია გუტი და რაულ გონსალეს ბლანკო ტოვებდნენ. ეს იყო უმტკივნეულესი დარტყმა სრულიად მადრიდისტებისთვის. გუნდს ორი ლეგენდა, ორი სიმბოლო და ორი გენიოსი ტოვებდა, ისინი თავად იხვნენ ''რეალი''. არავის დაავიწყდება ორი თვალცრემლიანი პრესკომფერენცია, გულდაწყვეტილი ლეგენდები ტოვებენ სამეფო კლუბს.
15 წლიანი მადრიდული ყოფის შემდეგ გუტიმ ''რეალში'' 542 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და გაიტანა 77 გოლი. მისი ტიტულების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება :
2 საერთაშორისო თასი
3 ჩემპიონთა ლიგის თასი
უეფას სუპერ თასი
5 ესპანეთის ჩემპიონის ტიტული
4 ესპანეთის სუპერ თასი

გარკვეული პერიოდის შემდეგ გუტიმ ასეთი ინტერვიუ მისცა : "ყველას სურს, რომ კლუბთან გამომშვიდობება, სადაც არ უნდა გაატარო ის წლები, განსაკუთრებული გამოდგეს. თუმცა ჩვენს შემთხვევაში ეს არავის გაუკვირდა, მიუხედავად იმისა რომ წინა სეზონის ბოლოს ამის შესახებ არაფერი თქმულა. დარწმუნებული ვარ, რომ მეც და მითუმეტეს რაულიც მეტს ვიმსახურებთ. შესაძლოა, მომავალში ჩვენ სხვა დახვედრად დავიმსახურებთ, რადგან ახლა ყველაფერი არეული იყო"


საფრთხე ''რეალისთვის'' ?



მტკივნეული თემის გაგრძელებისას გუტიმ აღიარა, რომ მას არ ეყო სითბო გულშემატკივართა მხრიდან დამშვიდობებისას. განსაკუთრებული გრძნობები მას შემორჩა თავის უკანასკნელ პრეს-კონფერენციდან, რაულის ცრემლებისა და მომავალი დღის რაულის შეხვედრიდან ჟურნალისტებთან, სადაც თავად კაპიტანმა ამცნო "შალკეში" გადასვლა ყველას.

"ეს ორი პრეს-კონფერენცია ძალიან ემოციური იყო. მე და რაულმა ძალიან ბევრი წელი გავატარეთ ერთად, ერთი კლუბის ფერების დაცვისას..გარდა ამისა, ჩვენ მუდამ კარგი მეგობრები ვიყავით. როდესაც ცხოვრების ასეთი ეტაპი სრულდება ბევრნაირი გრძნობებით აღსავსე ხდება ადამიანი. რა თქმა უნდა, ასეთ დროს რთულია ცრემლებისაგან თავის შეკავება. "მადრიდში" გატარებული წლები ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო. მე მუდამ დავრჩები მადრიდისტა, მაგრამ ახლა მე ვტკბები "ბეშიქთაშში" ყოფნით და ვოცნებობ ამ გუნდთან ერთად მოგებებზე",-დაამატა გუტიმ.

საფრთხე ''რეალისთვის'' ?


ხოსე მარიას სამაგალითო ძმობა და მეგობრობა ჰქონდა რაულთან. ის რომ არაგონესმა ელ კაპიტანო ევროპის ჩემპიონატზე არ წაიყვანა გუტიმ საჯაროდ დაგმო და ამას ესპანელი ერის სირცხვილი უწოდა. მაესტრო ყოველთვის ამბობდა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობას მოჰკიდებდა ხელს.
მოდით თვალი გადავავლოთ გუტის კარიერას, მის საოცარ გოლებსა და გადაცემებს.





სტატიის წერისას გამოვიყენე შემდეგი ინტერვიუ.

  • Stifler
  • 14 აგვისტო 2011
  • 2 457
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)