"მადრიდის რეალი" 4 , "ბარსელონას" 0

ესპანეთის 27 სუპერ თასის ტიტულიდან 17 "ბარსელონასა" და "მადრიდის რეალის" ხელშია. აქედან 9-ჯერ "ბლაუგრანა" იყო ჩემპიონი, ხოლო 8-ჯერ კი "მადრიდის რეალი". ისინი ორწრიან დაპირისპირებაშჲ 21-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, 12-ჯერ "ბლანკოსებმა" იმარჯვეს, ხოლო 9-ჯერ კი "ბლაუგრანამ".. დღეს მორიგი ორტურიანი დაპირისპირება გაიმართება ამ ორ გუნდს შორის.

სუპერ 17: "ბარსელონას" და "მადრიდის რეალის" განკარგულებაში 27 სუპერ თასის ტიტულიდან 17-ია (63 %). 9 "ბარსას" ხელშია, ხოლო 8 "რეალის".

"მადრიდის რეალი" 4 "ბარსელონა" 0: "მადრიდის რეალმა" და "ბარსელონამ" სუპერ თასის 4 ფინალი ითამაშეს, სულ რვა თამაში, "ბლანკოსებმა" საბოლოო ჯამში ყველა მათგანი მოიგეს: ხუთი შეხვედრა "თეთრების" სასარგებლოდ დამთავრდა, ორი "ბლაუგრანამ" მოიგო, ხოლო ერთი კი ფრედ მორჩა.

ოთხი ფინალი მიჯრით: "ბარსამ" მიყოლებით ყველა ოთხი ფინალი მოიგო, რომლებშიც კი ითამაშა (2005, 2006, 2009 და 2010 წწ.ები). არცერთ კლუბს არ მოუგია ზედიზედ ხუთი ფინალი ("მადრიდის რეალსაც" ოთხი მიჯრით მოგება აქვს)

ორტურიანი დაპირისპირება: "რეალი" და "ბარსა" 21-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ორწრიან შეხვედრებში (10 თასი, 4 სუპერ თასი, 3 ლიგის თასი და 4 ევროპის თასი), "რეალმა" 12-ჯერ იმარჯვა (5-ჯერ თასზე, 4-ჯერ სუპერ თასზე, ერთხელ ლიგის თასზე და ორჯერ ევროპის თასზე), ხოლო "ბარსამ" კი 9-ჯერ (5-ჯერ თასზე, 2-ჯერ ლიგის თასზე და 2-ჯერ ევროპის თასზე)

სულ მუდამ "ბარსელონა" და "რეალი": 25 ფინალიდან სულ სამჯერ იყო შემთხვევა, როცა არც "ბარსელონა" და არც "მადრიდის რეალი" არ იყვნენ ფინალში. ეს იყო 2000 წელს, როცა ერთმანეთს "დეპორტივო" და "ესპანიოლი" დაუპირისპირდნენ, 2002-ში, როცა "დეპორტივო" და "ვალენსია" შეხვდნენ ერთმანეთს და 2004-ში, როცა "სარაგოსას" მეტოქედ "ვალენსია" ერგო.

გოლეადორი რაული: სუპერ თასებზე გატანილი გოლების მხრივ გოლეადორი რაულ გონსალეს ბლანკოა, მის ანგარიშზე შვიდი გოლია. შემდეგ მოდიან სტანკოვიჩი და ბუტრაგენიო (ექვსი გატანილი გოლით), მესის ხუთი გოლი აქვს შეგდებული მეტოქის კარში.

215 დაპირისპირება: სუპერ თასის შემდეგ "მადრიდის რეალს" და "ბარსელონას" სულ 215 შეხვედრა ექნებათ ჩატარებული, იმდენივე რამდენიც "ატლეტიკს" და "რეალს". 213 კლასიკოში 699 გოლია გასული. პირველი გოლი გაიტანა უდო სტეინბერგმა 13.05.1902 წელი, მე-100, მე-200, მე-300, მე-400 . მე-500 გოლენბი ესპანელმა ფეხბურთელებმა გაიტანეს (ესკოლა, მოლოვნი, გენტო, სანტილანა) , მე-600 გოლი მიატოვიჩმა შეაგდო.

ხავი, ყველაზე ახალგზარდა: სუპერ თასის ისტორიაში ხავი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც კი გოლი გაუტანია, 1998 წელს ის მხოლოდ 18 წლისა და 205 დღის გახლდათ.

ვალდესის მშრალი სერია: ვალდესი სუპერ თასზე აგერ უკვე 225 წუთია, რაც კარს მშრალად ინახავს, თუ ის კიდევ 78 წუთს გაძლებს, მაშინ შეძლებს ხოსე ფრანცისკო მოლინას რეკორდის გაუმჯობესებას (302 წუთი)

ზედიზედ ხუთი გამრჯვება გასვლაზე: "ბარსელონას" წინა ოთხი ვიზიტი "ბერნაბეუზე" "ბლაუგრანელთა" უპირატესობით დასრულდა (2:6, 0:2 , 1:1 და 0:2), როგორც ხედავთ, მათ არცერთი შეხვედრა არ წაუგიათ. თუ ისინი დღესაც არ წააგებენ, ეს იქნება პირველი შემთხვევა ისტორიაში, როცა გუნდი გასვლაზე ჩატარებული ხუთი კლასიკოდან არცერთში არ მარცხდება. ანალოგიური შემთხვევები წინათაც იყო, მაგრამ მაშინ ყველაფერი მეხუთე დაპირისპირებისას გაჩერდა.

სუპერ თასის ხუთი ტიტული: ბეგურისტანი , ბაკერო და სანჩისი ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც სუპერ თასი ხუთჯერ აქვთ აღმართული. მათ რიცხვს შეიძლება შეუერთდნენ ხავი, პუიოლი და ვიქტორ ვალდესი (4 მოგებებით)


წყარო: As.com

  • shvela
  • 14 აგვისტო 2011
  • 2 864
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)