ბოლო ვარჯიშს 57,000 გულშემატკივარი დაესწრო
დღეს გამართულ ვარჯიშს, ''სანტიაგო ბერნაბეუზე'' არნახულად ბევრი გულშემატკივარი დაესწრო. ფანატები თავიანთ საყვარელ კლუბს ამხნევებდნენ სუპერ კოპას მატჩამდე. ვარჯიშს ჟოზე მოურინიო უძღვებოდა. ხალხმა 20 ფეხბურთელის ვარჯიში იხილა,ხოლო შემდეგ თანაგუნდელებს გრანეროც შეუერთდა. ისინი ხვალ ''ბარსელონას'' დაუპირისპირდებიან ჩვენი დროით 24:00 საათზე.
ჟოზემ გუნდი ორად გაჰყო და ცალ–ცალკე ავარჯიშა. ყოველ გატანილ გოლს გულშემატკივარი ოვაციებით და შეძახილებით ხვდებოდა.
წყარო : realmadrid.com
- 14 აგვისტო 2011
- 1 694
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.