ფეხბურთელების მოკლე გამონათქვამები სუპერ თასთან დაკავშირებით
ესპანეთის სუპერ თასის ფინალში მადრიდის ''რეალი'' და კატალონიის ''ბარსელონა'' დაუპირისპირდებიან. რათქმაუნდა, ეს მატჩები მსოფლიო თვალთახედვის არეში მოექცა და ყველაფერი გადაფარა სპორტულ სამყაროში. დღეს მხოლოდ ამ დაპირისპირებაზე საუბრობენ, ეს არცაა გასაკვირი, 14–17 ხომ ''ელ გრანდ კლასიკო'' გაიმართება
es.eurosport.yahoo.com – მა გამოაქვეყნა ფეხბურთელების გამონათქვამები და ნააზრევი ამ მატჩზე.
სუპერ თასმა ყველანაირი სპორტული ღონისძიება გადაფარა. ყველანი დიდი, თუ პატარა იმაზე საუბრობს, თუ ვის დარჩება გამარჯვება.
სეზონის წინ უამრავი განცხადება კეთდებოდა, როგორც ''რეალის'', ისე ''ბარსას'' წარმომადგენლების მხრიდან.
სეიდუ კეიტა: ''სუპერ თასი ? ეს არ იქნება მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი, თუმცა უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებას იხილავთ''
ადრიანო : ''ხალხის აზრით, ჩვენ გავიმარჯვებთ''
რონალდუ : ''ჩვენ დავისაკუთრებთ სუპერ თასს''
ხავი : ''ზოგს წარმოდგენაც კი არ აქვს რამხელა მნიშვნელობა აქვს სუპერ თასზე გამარჯვებას''
კასილასი : ''ჩვენ სუპერ თასის მოგებით შეპყრობილები ნამდვილად არ ვართ''
მასკერანო : ''იმდენად დიდია გამარჯვების სურვილი, რომ არასაკმარისი მომზადება ხელს ვერ შეგვიშლის''
ვილა : ''ყველას თავისი გეგმები აქვს, ჩვენ გამარჯვებას ვგეგმავთ''
გვარდიოლა :''ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვქონდა სუპერ თასისთვის მოსამზადებლად, ფეხები არ დაგვემორჩილება და მაქსიმუმს ვერ შევძლებთ, რადგან ცოტა დრო გვქონდა''
პედრო : ''მადრიდის ''რეალი'' თერთმეტჯერ უფრო ძლიერია, ისინი ძალზედ შეთამაშდნენ'
- 13 აგვისტო 2011
- 4 359
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.