Goal.Com 50: ნური შაჰინი (14)
მოგეხსენებათ გამომცემლობა Goal.Com-მა გამოარჩია 2010/11 სეზონის საუკეთესო 50 ფეხბურთელი. ამ სიაში მეთოთხმეტე ადგილი მადრიდის რეალის ნახევარმცველმა ნური შაჰინმა დაიკავა.
კიკერთან საუბრისას თურქმა ნახევარმცველმა განაცხადა:"ჩემი მიზანია გავხდე საუკეთესო ნახევარმცველი, მართალია ვან ბომელს და შვაინშტაიგერს ჯერ ჩამოუვარდები, მაგრამ მათთან ძალიან ახლოს ვდგავარ." პოლ ბრეინტერმა კი შაჰინს დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა, მისი აზრით ნური რამდენიმე სეზონში ევროპაში საუკეთესო ნახევარმცველი იქნება.
ნურიმ შვაინშტაიგერს გასულ სეზონში არაერთხელ აჯობა და საბოლოოდ ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულიც მოიპოვა, ხოლო დორტმუნდის ბორუსიასთან გერმანიის ჩემპიონობა იზეიმა, სწორედ მას მიუძღვის დიდი წვლილი ყვითლების წარმატებაში. იგი იურგენ კლოპის გუნდის "ტვინს" წარმოადგენდა, სწორედ შაჰინი აგებდა პასუხს შეტევების წამოწყებასა და სწორი მიმართულებით განვითარებაზე. მას ერთი პასით შუძლია მოჭრას მეტოქეთა მთელი ნახევარდაცვისა და დაცვის ხაზი, რაც თავდამსხმელს აძლევს საშუალებას მშვიდად შეასრულოს თვისი სამუშაო. აგრეთვე თურქ ფეხბურთელი არის ძალიან კრეატიული, რაც ფეხბურთში ძალიან ფასობს.
შაჰინი ხავის და ფაბრეგასის მსგავსი ფეხბურთელია, იგი მშვიდად აკონტროლებს ბურთს, იცის სად უნდა გააკეთოს პასი და რა მიმართულებით გაიქცეს, გრძნობს თანაგუნდელებისა და მეტოქის გადაადგილებას მოედანზე. ერთი შეხედვით იგი ბარსელონას კურსდამთავრებულს ჰგავს. კლოპმა ნურის შეტევის "გაქანების" გარდა, მოწინააღმდეგეებისთვის ბურთის ართმევა დაავალა, რის გამოც მას ძალიან დიდი დისტანციის დაფარვა უხდებოდა. 22 წლის ფეხბურთელმა ბრწყინვალედ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას და კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა ტაქტიკური თვალსაზრისით.
შაჰინის ბრწყინვალე ასპარეზობა არ გამოპარვია ჟოზე მოურინიოს და უკვე მაისში შაჰინი მადრიდის რეალის ფეხბურთელი გახდა. დორტმუნდის ბორუსიამ კი მოლაპარაკებებისას დიდი შეცდომა დაუშვა, გერმანულმა კლუბმა ნახევარმცველში სულ რაღაც 10 მილიონი ევრო მოითხოვა, რაზეც სამეფო კლუბის წარმომადგენლებმა თანხმობა მომენტალურად განაცხადეს.
ნური შაჰინი საფეხბურთო ელიტის წევრი გახდა და მას მოუწევს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელთან მუშაობა, ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ თურქი ფეხბურთელი კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს გადადგამს. გასული სეზონის დასაწყისში მისი მიზანი იყო ეთამაშა შვაინშტაიგერის დონეზე, ახლა იგი მასზე 1 თავით მაღლა დგას.
- 12 აგვისტო 2011
- 2 954
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.