ბუქმეიქერებმა ”თეთრები” გააფავორიტეს

ესპანეთის სუპერ თასის მოახლოვებასთან ერთად, ბუქმეიქერული კანტორები სხვადასხვა ფსონებს გვთავაზობენ.

რასაკვირველია, ყველა ”ტოტალიზატორში” განსხვავებული კოეფიციენტებია დაფიქსირებული გრანდების გამარჯვებებზე, თუმცა ცხადია, რომ ამ შემთხვევაში სამეფო კლუბზე უფრო ნაკლები ფულის მოგება იქნება შესაძლებელი, ვიდრე ”ბარსაზე.”მოკლედ რომ ვთქვათ, მადრიდელების კოფიციენტი, საშუალოდ 2.20-დან 2.50-მდე მერყეობს, ხოლო კატალონიელების კი 2.60-დან, 3.10-მდე.აღნიშნულიდანაც კარგად ჩანს, რომ ფავორიტობას დედაქალაქელებს აქვთ მოხვეჭილი.

ასევე, ფსონების გაკეთება შესაძლებელი იქნება ბომბარდირებზე, რა შემთხვევაშიც, მესის კოეფიციენტია 4.0, ხოლო რონალდუს 4.5.

საფეხბურთო ექსპერტები, ”რეალის” გაფავორიტებას იმით ხსნიან, რომ ”თეთრებმა” საკმაოდ წარმატებულად ჩაატარეს წინა სასეზონო მომზადების ციკლი.მათ 7 ამხანაგური თამაშიდან, შვიდივე გამარჯვებით დაასრულეს.რაც შეეხება ”ბლაუგრანას,” მათ მომზადებას წარმატებულად ნამდვილად ვერ შევრაცხავთ (თუნდაც იმის გამო, რომ ”ჩივასთან” 1-4 წააგეს).

და ბოლოს, ნიშანდობლივია, რომ ”რეალს” ყველაზე დაბალი კოეფიციენტი (2.20) ”Bwin”-ში აქვს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)