სალგადო: არ დაუჯეროთ ჭორებს
მიჩელ სალგადომ განაცხადა, რომ მის გარშემო უამრავი ჭორია მოდებული და არცერთი არ შეესაბამება სიმართლეს...
წინა დღეებში ინგლისურ პრესაში უამრავი ჭორი დაიწერა ესპანელი ვეტერანის შესახებ, თითქოს ის აკრიტიკებდა რეალს და ფლორენტინო პერესს და ძალიან ნაწყენი იყო დედაქალაქურ კლუბზე. ფეხბურთელმა ჟურნალისტს გასაუბრება სთხოვა და ყველაფერს წერტილი დაუსვა.
,,უამრავი ჭორია, უბრალოდ არ მესმის როგორ შეუძლიათ ჟურნალისტებს ამდენი ცრუ ინფორმაციის მოფიქრება და პრესაში გამოქვეყნება, ეს ხომ ძალიან ცუდი საქციელია, მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ფლორენტინო პერესსთან და რეალის თითოეულ ფეხბურთელთან ვისაც ვიცნობ".
,,გუშინ ვესაუბრე რაულს და ავუხსენი სიტუაცია, მან მითხრა, რომ სჯერა ჩემი და ეს ყველაფერი ჭორია. მე არასდროს გამიკრიტიკებია ის კლუბი, რომელშიც ყველაფერი მოვიგე და კარიერის საუკეთესო წლები გავატარე, ჟურნალისტებს კი ვთხოვ თავი შეიკავონ და ასეთ სისულელეებს ნუ დაწერენ" - განაცხადა მიჩელმა.
- 25 სექტემბერი 2009
- 2 153
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.