დუნგამ მარსელო ისევ არ გამოიძახა
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დუნგამ დაასახელა შემადგენლობა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში. "პენტაკამპეონები" ბოლივიასა და ვენესუელას დაუპირისპირდებიან. დუნგამ ისევ არ გამოიძახა მადრიდის "რეალის" მცველი მარსელო.
ბრაზილიელები იმყოფებიან პირველ ადგილზე და მათ უკვე განაღდებული აქვთ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური. ეს მატჩები ფორმალურ ხასიათს ატარებს. ყველას გაუკვირდა მარსელოს არგამოძახება, რადგან ის შესანიშნავად თამაშობს "რეალის" შემადგენლობაში. სამაგიეროდ განაცხადში მოხვდა რიკარდო კაკა, მეორე "სამეფო კლუბის" ფეხბურთელი. შემადგენლობა კი ასე გამოიყურება.
მეკარეები: ჟულიო სეზარი ("ინტერი"), ვიქტორი ("გრემიო").
მცველები: მაიკონი ("ინტერი"), დანი ალვეში ("ბარსელონა"), ლუსიო ("ინტერი"), ჟუანი ("რომა"), ლუიზაო ("ბენფიკა"), მირანდა ("სან პაულო"), ნალდო ("ვერდერი"), ანდრე სანტოსი ("ფენერბაჰჩე"), ფელიპე ლუისი ("დეპორტივო").
ნახევარმცველები: ჟილბერტო სილვა ("პანათინაიკოსი"), სანდრო ("ინტერნასიონალი"), ლუკასი ("ლივერპული"), ჟოსუე ("ვოლფსბურგი"), ელანო ("გალათასარაი"), რამირესი ("ბენფიკა"), ალექსი ("სპარტაკი"), კაკა ("რეალი"), დიეგო სოუზა ("პალმეირასი").
თავდამსხმელები: ლუის ფაბიანო ("სევილია"), ადრიანო ("ფლამენგო"), ნილმარი ("ვილიარეალი"), დიეგო ტარდელი ("ატლეტიკო მინეირო").
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 25 სექტემბერი 2009
- 3 457
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.