პეპე:"მთავარია, რომ თამაში შემიძლია"

ხუთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც პეპემ პრიმერადივიზიონში მატჩი ჩაატარა. მას დისკვალიფიკაცია აღარ აქვს და თამაშიც შეუძლია.

თქვენი დისკვალიფიკაცია დასრულდა. რას აკეთებდით თავისუფალ დროს?

მადლობას ვუხდი კლუბს მხარდაჭერისთვის. ახლა მე უნდა ვაჩვენო თუ როგორი ადამიანი ვარ, როგორი ფეხბურთელი ვარ და როგორ ვთამაშობ.

რომელი იყო ყველაზე რთული პერიოდი დისკვალიფიკაციის დროს?

მეყურებინა თანაგუნდელებისთვის და გამეაზრებინა, რომ არ შემეძლო დავხმარებოდი მათ. მთავარია, რომ შემიძლია ვითამაშო და დავიცვა "სამეფო კლუბის" ღირსება.

გაიაზრეთ, თუ რა მოხდა "ხეტაფესთან" მატჩში?

არ ვწუხდები ამის გამო. ახლა მხოლოდ შემდეგი მატჩისთვის ვემზადები.

მომხდარმა იმოქმედა თქვენზე?

რაც მოხდა, უკვე წარსულია. ყველაზე რთული ის იყო, რომ არ შემეძლო თამაში. ახლა შემიძლია თამაში და მზად ვარ ყველას დავანახო, თუ როგორი ადამიანი ვარ.

რა აზრის ხართ "მარსელზე"?

მათ საფრანგეთის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავეს. მე ვიცნობ ზოგიერთ მათ ფეხბურთელს და ისინი შესანიშნავი მოთამაშეები არიან. მათგან ბევრი "პორტუშიც" თამაშობდა. კარგად ვიცნობ ლუჩო გონსალესს. "მარსელი" სახიფათო კლუბია, მაგრამ "რეალი" მუდამ სამი ქულისთვის იბრძვის.

როგორ შეგხვდათ ტრიბუნები მოსამზადებელი ეტაპის მატჩების დროს?

სევილიაში ფანები ჩემს სახელს სკანდირებდნენ. არსად მაკრიტიკებდნენ. ხალხმა იცის, რომ მომხდარი ხანდახან ხდება. ეს არასოდეს განმეორდება.

კრისტიანო რონალდო და ლეო მესი ფინიშამდე მივიდნენ "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში. ვინ მოიგებს?

ვფიქრობ ამ თემაზე საუბარი უკვე სასაცილოა. ორივე შესანიშნავი ფეხბურთელია და ორივე დიდ კლუბში თამაშობს. კრისტიანომ დაამტკიცა, რომ ყველგან შეუძლია თამაში, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მათი შედარება შეიძლება.

თვლით, რომ კრისტიანო იმისთვის გადმოვიდა მადრიდში, რათა "ოქროს ბურთი" მოიგოს?

კრისტიანოს სურს იყოს საუკეთესო საკუთარ და პროფესიონალურ დონეზეც. მან ერთხელ უკვე მოიგო "ოქროს ბურთი" და ის ისევ ბევრს შრომობს. მას სურს კიდევ ერთხელ მოიგოს ეს ტიტული. რონალდო გუნდზე ფიქრობს.

რას ფიქრობთ, "ხეტაფესთან" მომხდარი ფაქტი მსაჯებისთვის იქნება მაგალითი, რათა განსაკუთრებულად მოგეპყრონ მოედანზე?

არ ვფიქრობ, რომ ასე იქნება. მე ვითამაშე ბევრი მატჩი პორტუგალიის ნაკრებში და მოსამზადებელ ეტაპზე, მაგრამ ანალოგიური არ მომხდარა.

ესპანეთის ჩემპიონობისთვის "რეალი" და "ბარსელონა" იბრძოლებს?

"ბარსელონამ" შესანიშნავად ჩაატარა გასული სეზონი და ჩენ ვქმნით ახალ გუნდს ახალი იდეებით, ახალი ფეხბურთელებით და ახალი სტილით. ადრეა ჩემპიონობაზე ფიქრი, მაგრამ "ატლეტიკო", "სევილია", "ვილიარეალი" და "ვალენსია" კონკურენციას გაგვიწევენ.

ამჩნევთ გუტის მოტივაციას?

ყველა მოთამაშემ იცის, თუ რას სურს. ზოგს სურს დაამტკიცოს, რომ ღირსია ამ კლუბში თამაშისა. სწორედ ასე ვართ დანარჩენები. გუტიმ იცის, რომ ყველაფერი უნდა აჩვენოს, რაც კი შეუძლია.

რა ძლიერი მხარეები აქვს ჰაინცეს?

არ ვაპირებ მასზე საუბარს. მან დაამტკიცა, რომ კარგი ფეხბურთელია და ის ამას ყველა გუნდში ამტკიცებდა, სადაც კი თამაშობდა. ის ითამაშებს ყოფილი კლუბის წინააღმდეგ და ყველა ღონეს იხმარს, რათა დაეხმაროს თავის ახალ გუნდს.


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

  • faqo
  • 24 სექტემბერი 2009
  • 3 290
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)