პელეგრინი: "მისია შევასრულეთ"
"რეალის" დამრიგებელ, მანუელ პელეგრინის, ვილიარეალში მოგებული შეხვედრის შემდეგ, კმაყოფილება არ დაუმალავს.ჩილელმა დასძინა, რომ მისმა შეგირდებმა კარგად ითამაშეს დაცვაში.
"ჩემმა გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა."ვილიარეალი" სოლიდური გუნდია და სტუმრად მათი დამარცხება არცთუ ისე იოლია.აღსანიშნავია, რომ მაშინაც, როდესაც 11-11-ზე ვიყავით მოედანზე, "რეალი" აშკარად ჯაბნიდა მეტოქეს.ჩვენ დღევანდელ მატჩში ვიმუშავეთ თავუზოგავად, რაც აისახა იმაში, რომ "ყვითლებს" მოსვენების საშუალებას არ ვაძლევდით."
"კაცთნაკლულმა მეტოქემ მაინც ვერაფერი განაწყო ჩვენ წინააღმდეგ.მიუხედავად მათი კონტრ-იერიშებისა, ჩვენი დაცვითი ხაზი მაინც არ გატყდა.არ შემიძლია არ აღვნიშნო, მცველების კარგი გარჯა."
"მე არ ვფიქრობ, რომ კრიშტიანუ მესის ეჯიბრება ან ბაძავს რაიმე კომპონენტებში.ის თამაშობს ისე, როგორც ჩვევია, რაც ძალზედ სასიხარულოა.გუნდში თერთმეტმეტრიანს სწორედ პორტუგალიელი და კაკა ასრულებენ.ჩემგან დამოუკიდებლად, მათ შეუძლიათ ერთმანეთს დაუთმონ პენალტის დარტყმა."
"ადგილობრივმა ქომაგებმა ჩემდამი კიდევ ერთხელ გამოხატეს პატივისცემა.მე არასოდეს დავივიწყე ამ პატარა ქალაქში გატარებულ 5 წელიწადს.მოხარული ვიქნები, თუ "ვილიარეალი" "შავ სერიას" მალე დაასრულებს და ისევ მოწოდების სიმაღლეზე იქნება."
"გამარჯვება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ამ შეხვედრაში.კმაყოფილი ვარ რომ სტუმრად მოვიპოვეთ გამარჯვება და თან ასეთი მეტოქის წინააღმდეგ.ჩვენ ჯერჯერობით დანაკარგის გარეშე ვასპარეზობთ და ვიმედოვნებ, ასე კიდევ დიდი ხანი გაგრძელდება."
- 24 სექტემბერი 2009
- 3 402
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.