ვან მარვიიკმა ულტიმატუმი წამოაყენა
ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბერტ ვან მარვიიკმა განაცხადა, რომ რაფაელ ვან დერ ვაარტმა შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დაკარგოს ადგილი ძირითად შემადგენლობაში.
ჰოლანდიელთა მწვრთნელმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა ვან დერ ვაარტი, რომ თუ მას არ ექნება სათამაშო პრაქტიკა კლუბში, დაკარგავს ადგილს ჰოლანდიის ნაკრებში. ამ მომენტისათვის კი რაფაელს "რეალის" განაცხადში მოხვედრაც კი უჭირს.
ჰოლანდიელი მეტად რთულ სიტუაციაში მოხვდა, მაგრამ თვითონვე გადაწყვიტა დარჩენილიყო "სანტიაგო ბერნაბეუზე". მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობა აპირებდა მოეძებნა კლუბი რაფაელისთვის, მაგრამ თვითონ ფეხბურთელს არ სურდა ესპანეთის დედაქალაქის დატოვება. ჯერჯერობით მან ვერ მოიპოვა მანუელ პელეგრინის ნდობა.
"რაფაელი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის, რადგან ის საუკეთესოა თავის პოზიციაზე, მაგრამ თუ მისი მდგომარეობა მადრიდში არ შეიცვლება, მას არ შეეძლება თავის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა" – განაცხადა ვან მარვიიკმა.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 23 სექტემბერი 2009
- 2 054
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.