გალაქტიკა გალაქტიკოსის წინააღმდეგ

 

„რეალი“ იმ გუნდების რიცხვს მიეკუთვნება, რომლის პირველ თამაშსაც განსაკუთრებული ინტერესით ელიან. ყველაზე „ტანჯულებისთვის“ ყოველთვის არის შესაძლებლობა იხილონ გუნდი, ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე. ამჯერად, რიგითი რეგულარული ტურნეს დროს აშშ-ში, სამეფო კლუბის წლევანდელი პირველი შეხვედრა „ლოს-ანჯელეს გალაქსისთან“ გაიმართა. (იხილეთ სრული მატჩი)

სამწუხაროდ ქალაქში არ ვიმყოფებოდი და ამიტომ ცოტა დაგვიანებით გთავაზობთ ამ სიახლეს. მიმდინარე სტატიაში შევეხები ზოგადად ამ შეხვედრას და იმ ყველაფერს რისი იმედიც მომავალ სეზონში შეიძლება გვქონდეს.


 

თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ მადრიდელების მთელი ძალა და სიალამაზე ამ მატჩში ვერ ვიხილეთ. თეთრების არგენტინული კვარტეტი, გარაი, დი მარია, გაგო და იგუაინი ჯერ კიდევ სამშობლოში იმყოფებიან, სადაც კოპა ამერიკა მიმდინარეობს. არც ყველა ახალწვეულია მწყობრში - შაჰინმა და ალტინტოპმა შეხვედრაში მონაწილეობა ტრავმების გამო ვერ შეძლეს. დიარა, პედრო ლეონი და კანალესი კი გუნდთან ერთად ტურნეზე არ ჩამოსულან და სამომავლოდ დასაქმების ახალ ვარიანტებს ეძებენ.

სამაგიეროდ გვქონდა შესაძლებლობა გვეხილა კანტერას ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც მაურინიომ ძირითადამდე დააწინაურა. პირდაპირ ვთქვათ, რომ ისინი არც ისე ცუდად გამოიოყურებოდნენ და რეალის ერთერთმა ახლადდაბრუნებულმა კანტერანომ, კალეხონმა, დაადასტურა რომ ტყუილად არ დაუმსახურებია მადრიდში დასაბრუნებელი ბილეთი.

თამაშის დაწყებამდე, პრესკონფერენციაზე, ორივე გუნდის საუკეთესო ფეხბურთელებმა მაისურები გაცვალეს. ოკეანისპირელებს დიდი არჩევანი ნამდვილად არ ქონიათ - ბექჰემი და დონოვანი, სამაგიეროდ მადრიდელებს რონალდუს მეწყვილის ამორჩევა ,კანდიდატების საკმაოდ გრძელი სიიდან მოუწიათ. საბოლაო ჯამში კრისტიანოს მეწყვილეობა ბლანკოსის კაპიტამა იკერ კასილასმა ითავა.


გალაქტიკა გალაქტიკოსის წინააღმდეგ


პირველ ტაიმში "რეალი" შემდეგი განლაგებით გამოვიდა. კარში - კასილასი, დაცვაში - მარჯვნიდან მარცხნივ: რამოსი, პეპე, კარვალიო, მარსელო. აქ ყველაფერი ძველებურად იყო და განსაკუთრებული სიახლე არაფერი ყოფილა, რადგან ეს 5 მოთამაშე ზრუნავდა რეალის კარის უსაფრთხოებაზე მთელი განვლილი სეზონის განმავლობაში. სურპრიზები შემდეგში მოდის. ჩამშლელ ნახევარმცველებად ხედირა და გრანერო მოგვევლინენ, შეიძლება ითქვას, რომ დიდი სურპრიზი არც ეს ყოფილა, რამეთუ შაჰინს ტრამვა აქვს, ლასი იყიდება, გაგო კოპა ამერიკაზეა. ფაქტიურად რეალს აღარ ყავს მეტი ცენტრალური ნახევარმცველი და არსებული სიცარიელე გრანერომ შეავსო. ახლა ყველაზე გემრიელი ლუკმა რომელიც შეტევაში ვიხილეთ, ფლანგებზე ითამაშეს ორმა ახალწვეულმა, კალეხონმა (მარჯვნივ) და კოენტრაომ (მარცხნივ). დიახ ფაბიომ ნახევარდაცვაში ითამაშა. თავდამსხმელების უკან იყო კაკა და ერთადერთი ფორვარდი - ხოსელუ, რომელიც ჯერ კიდევ 2 წლის წინ შეიძლინა ბლანკოსმა "სელტასგან".

საინტერესო იყო კომენტატორის ფრაზა – "რეალი" ეს არის "მაიამი ჰიტი“ ფეხბურთში, ოღონდ მინდორზე ჯერ მხოლოდ ბიბი (Michael "Mike" Bibby) და ჰესლემი (Udonis Haslem) არიან. არ მგონია ეს მინიშნება ყოფილიყო იმაზე, რომ მოედანზე რეალის დაბერებული ვარსკვლავები იყვნენ, უფრო მეტად ის, რომ ეს რეალის შესუსტებული შემადგენლობა იყო, რომელიც პირველი წუთებიდან ჩაება თამაშში.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ "რეალი" სრულ უპირატესობას ფლობდა. პირველ ტაიმში დაცვა და ჩამშლელი ნახევარმცველები წუნდაუდებლად მოქმედებნდნენ - კასილასს საქმე საერთოდ არ ქონია. ამასთან ერთად რამოსი, გრანერო და მარსელო ძალიან აქტიურად ეხმარებოდნენ თავდასხმას. მათ შეეძლოთ თავისი თავისთვის ამის უფელბა მიეცათ, რადგან ზურგს პეპესა და კარვალიოს საიმედო და შეთამაშებული ტანდები უმაგრებდათ. უნდა აღინიშნოს, რომ მარსელო ერთერთი საუკეთესო იყო პირველ ტაიმში, გრანეროს კი სულაც გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ საჯარიმოს შესრულების დროს, იღბალმა უმტყუნა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კაკა, მან ბრწყინვალედ ჩაატარა მთელი ტაიმი და მოსვენებას არ აძლევდა მეტოქის დაცვას კოენტრაოსთან ერთად, რომელიც გამუდმიებით ამწვავებდა სიტუაციას თავისი ფლანგზე და გამოიმუშავა თითქმის ყველა საჯარიმო, რომელიც რეალმა პირველ ტაიმში შეასრულა.

ცალკე მინდა ვისაუბრო კაკაზე. იმედია ყველამ დაინახა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და შეგვიძლია ამის გამო მაურინიო უსამართლოდ (!!!) არ გავაკრიტიკოთ. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამერიკელებთან თამაშში იგი ოზილზე ძლიერად გამოიყურებოდა.

სავარაუდოდ ამ თემაზე კამათს ვერ ავცდებით და მინდა გთხოვოთ, რომ კომენტარებში არგუმენტირებული, საინტერესო საუბარი იყოს და არა „კაკა მაგარია“ ან „ოზილი მაგარია“. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხარული ვიქნები და მადლობას გეტყვით თუ საერთოდ არ შეეხებით ამ თემას. ელემენტარულად სხვას ვცეთ პატივი, რომელსაც აზრის წაკითხვა უნდა და არა ვიღაცის „სტატისტიკისთვის“ დაწერილი კომენტარის...

ახლა კი გავაგრძელებ ისევ შეხვედრაზე საუბარს, პირადად მე კაკასა და მარსელოს შემხედვარე ვფიქრობ, მენეზისი (თუ მან იხილა შეხვედრა) აუცილებლად ინანებდა, რომ მადრიდელი ბრაზილიელები ნაკრებში არ იხმო. ჯერ კიდევ პირველივე წუთებზე ამ დიდებულმა დუეტმა საგოლე კომბინაცია გაათამაშა, რომელის მერეც სასწაულმა იხსნა გოლისგან „გალაქსის“ კარი. პირველი გოლშიც ლომის წვლილი დაიდო კაკამ, რომელმაც შესანიშნავი გამჭოლი გადაცემით მონახა კალეხონი. თავისმხრივ მადრიდელთა ახალწვეულმა ლამის გააფუჭა ეს მომენტი, დაიწყო რა მოძრაობა პირითი ხაზისკენ, როცა საშუალება იყო მეკარესთან პირისპირ გასულიყო. საბოლაოდ, დარტყმა მაინც გამოვიდა ზუსტი და ანგარიში გაიხსნა.

რა შეიძლება ითქვას მეორე გოლზე, რომელიც ხოსელუმ გაიტანა, თუ არა - „კრასავჩიკი“, როგორც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები იტყვიან. პროფესიონალურად დაიმუშავა ბურთი, მოძებნა შესაფერის მომენტი და დარტყმა მოხდენილად, მეტოქის ფეხიდან შეასრულა, რომელიც კიპერისთვის ფაქტიურად აუღებელი გახადა. დააკვირდით, რომ იმ მომენტში, მის წინააღმდეგ არა რომელიმე რიგითი ფეხბურთელი, არამედ თვით დევიდ ბექჰემი თამაშობდა.

ხოსელუმ, საერთოდ არც თუ ისე ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, მან განვლილ პრიმერაშიც მოახერხა, გოლის გატანა, რაც სოლდადოს და პორტილიოს მერე ახალგაზრდა ესპანელებისთვის გადაუწყვეტელი დავალება იყო. ახალგაზრდა ფეხბურთელი კარგად ფლობს დრიბლინგს და თავისი 191 სანტიმეტრის გაღთვალისწინებით საკმაოდ კარგად მოძრაობს. იგი შეგვიძლია ჩავთვალოთ რიგით გერმანელად მადრიდელთა რიგებში, რადგან წარმოშობით იგი შტუდგარტიდან არის, თუმცა მოქალაქეობაში „ესპნაელი“ აქვს მითითებული.

მეორე ტაიმში შეიცვალა მადრიდელთა შემადგენლობა. კარში ადგილი ადანმა დაიკავა. პირველი ტაიმისგან განსხვავებით შედარებით ვარსკვლავურად ამჯერად შეტევა გამოიყურებოდა.

მოკლედ, დაცვის ცენტრში თამაშობდნენ ალბიოოლი და ზიდანის რჩეული - ვარანე, მარჯვნივ გამოჩნდა საიმედო არბელოა, მარცხნივ - ახალგაზრდა ნაჩო, რომელსაც ჯერ კდევ წინა სეზონში ქონდა ძირითადის გემო გასინჯული.

ჩამშლელ ნახევარმცველად ალონსო მოგვევლინა, შეტევაში რონალდუ, ოზილი, ბენზემას ტრიო. პირველი წუთებიდან მოედანზე მხოლოდ გოლის ავტორი კალეხონი და კოენტრაო დარჩნენ, რომლებმაც რონალდუს შემოსვლის გამო ოდნავ ცეტრისკენ შეიწიეს და მეწყვილეობა გაუწიეს ალონსოს.

მინდა შევეხო „განსაკუთრებულის“ ამ განსაკუთრებულ გადანაცვლებას, ჩანს რომ იგი ტოტალური ფეხბურთის უნაკლო მანქანას აშენებს და ეს ტაქტიკური სვლა ამის პირდაპირი მანიშნებელი იყო. მსგავსი ტაქტიკით ბოლო წლებში რეალს ნამდვილად არ უთამაშია, თუ მეხსიერება არ მღალატობს დაახლოებით იგივე სტილში თამაშობდა, "რეალი" პირველი გალაქტიკოსის დროს, როდესაც ცენტრში მხოლოდ გუტი იყო, ზიდანი, ბექჰემი და ფიგუ ამაგრებდნენ ნახევარდაცვის წინა ხაზს, ხოლო წინ ორი გამოკვეთილი თავმდამხსმელი იმყოფებოდა, რონალდო და რაულის სახით. შემტევი განლაგებაა, მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში ჩემი მოკრძალებული აზრით ცოტა არ იყოს და სარისკოა ასე თამაში, არ მინდა ვისაუბრო იმ შედეგებზე, რაც მაშინდელმა რეალმა ზუსტად არასწორი ტაქტიკის გამო იწვნია, რადგან ეს ჩემი აზრია და შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს. თუმცა რაც არ უნდა იყოს, თუნდაც ის ფაქტი, რომ რეალის დღევანდელი შემადგენლობა მსგავს ტაქტიკას ფლობს და როგორც გამოჩნდა საკმაოდ კარგადაც, ეს უკვე დიდი პლიუსია.

ახალმა დაცვითმა ხაზმა თავიდანვე შეგვახსენა თავი, რამეთუ სულ ცოტა დააკლდათ რომ გოლი არ მიეღოთ, თუმცა დროთა განმავლობაში მოახერხეს და მათი თამაში შედარებით სტაბილური გახდა.

უკანა ხაზის არასაიმედო თამაში შემტევებსაც გადაედოთ, ნერვოზულობა როგორც არაფერი ისე გადაეცემა მოთამაშეებს. არავისთვის არის ახალი, რომ შეტევაც უფრო ადვილია, როცა იცი რომ უკან გაუვალი კედელია. მაგრამ სადაც რეალს თამაში არ მისდის გამოჩნდება ხოლმე ჯადოქარი სახელად რონალდუ, რომელიც შექმნის წარმოუდგენელი სილამაზის გოლს არაფრისგან. ასე მოხდა ამჯერადაც.

არ შეეძლო თავი არ გამოეჩინა ასევე მეორე პორტუგალიელს. მიუხედავად იმისა, რომ კოენტრაო მეორე ტაიმში ჩამშლელის პოზიციაზე მოგვევლინა, დროს მაინც ნახულობდა, რომ შეტევაში წასულიყო. ერთერთი ასეთი ჩართვის დროს საგოლე გადაცემა შეუსრულა ბენზემას.

ასევე მეორე ტაიმში გვქონდა საშუალება საქმეში გვენახა მადრიდელთა კიდევ ორი კანტერანო, ხესე და ხორხე კასადო, რომელმაც კოენტრაო შეცვალა. ამ მეორე ცვლილების შემდეგ ნაჩომ ჩამშელელი ნახევარმცველის პოზიციაზე აიწია, ხოლო ხორხემ მისი ადგილი დაიკავა.

იყო ასევე გოლი „რეალის“ კარში. მაგრამ ამ გოლმა ვერ იქონია შედეგზე გავლენა. შედეგზე, რომელიც იქამდეც ცნობილი იყო და მისგან გაქცევა თითქმის წარმოუდგენელი იყო.

შეგვიძლია შავაჯამოთ და ვთქვათ, რომ რეალმა პირველი შეხვედრის ფონზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოოვა. კარგად გამოავლინეს თავი ახალწვეულებმა და კაკამ, რომლისთვისაც ვიმეოდოვნებ მიმდინარე წელს თავიდან დაიწყება მადრიდული კარიერა. კრისტიანომ შექმნა გოლი შედევრი, ბენზემამ ისევ გაიტანა რეალის სეზონის პირველ ამხანაგურ მატჩში. ხოლო „სამეფო გუნდის“ სეზონის პირველი გოლი ყოფილ მადრიდელ კანტერანო კალეხონის ანგარიშზეა. ძალიან ბევრი სიმბოლიზმის დანახვა შეიძლება, რომელიც კეთილი მომავლის იმედს გვაძლევს. წარმატებები ვუსრვოთ ბლანკოსს მომავალ სეზონში და ჩვენ მადრიდისტებმა, ჩვენი საქმე ვაკეთოთ, გაჭირვებაში და ლხინში გვქონდეს ჩვენი გუნიდს იმედი და ყოველთვის მათ გვერდზე ვიდგეთ!

გმადლობთ ყურადღებისთვის!


P.S. დიდი ხანი ვწერე, ელემენტარული შეცდმომების გასწორებისთვის, უბრალოდ ნერვები არ მყოფნის და ამ ეტაპზე მადლობას გეტყვიტ თუ უბრალო წერტილ-მძიმეების გამო არ განმსჯით.. )))


 

  • khmala
  • 21 ივლისი 2011
  • 3 047
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)