"პენიაროლმა" წინადადებით მიმართა "რეალის" ხელმძღვანელობას
ურუგვაის "პენიაროლი" აწარმოებს მოლაპარაკებებს 20–ე საუკუნის საუკეთესო კლუბ მადრიდის "რეალთან" ამხანაგური მატჩის გამართვის თაობაზე.
"ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები ამ საკითხზე. ესპანური კლუბის ხელმძღვანელობა ამ შემოთავაზებას გონივრულად მიიჩნევს, მაგრამ ჩვენ მაინც ველით ამის დადასტურებას" – განაცხადა "პენიაროლის" ვიცე–პრეზიდენტმა ედგარ ველკერმა.
"სამხრეთ ამერიკაში ამ იდეას დადებითად უყურებენ, მაგრამ თავიდან უნდა გავარკვიოთ დრო და ადგილი. დღეს კი ასეთ კითხვებზე ადვილად არ სცემენ პასუხს".
"პენიაროლი" და "რეალი" ერთმანეთს შეხვდნენ საკონტინენტთაშორისო თასზე 1960 წელს. მაშინ "ბლანკოსმა" გაანადგურა ურუგვაის კლუბი 5:1. ეს კლუბები ექვსი წლის შემდეგ ისევ შეხვდნენ ერთმანეთს ამავე ტურნირზე და მაშინ "პენიაროლმა" დაამარცხა მადრიდელები 0:4.
გასულ ხუთშაბათს FFHS-მა "პენიაროლი" დაასახელა სამხრეთ ამერიკის 20–ე საუკუნის საუკეთესო კლუბად.
118 წლიანი არსებობის მანძილზე "პენიაროლმა" 5–ჯერ მოიგო ლიბერტადორესის თასი, 3–ჯერ საკონტინენტთაშორისო თასი და 45–ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.
ბოლო ხუთი წლის მანძილზე "პენიაროლს" არაფერი მოუგია პირველობაზე.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 23 სექტემბერი 2009
- 3 672
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.