მატჩის წინ

მანუელ პელეგრინი აგრძელებს როტაციას. დღეს არ ითამაშებენ რაული და ბენზემა.

პელეგრინი აქცენტს შეტევაზე გააკეთებს, სადაც ითამაშებენ გონსალო იგუაინი, კრისტიანო რონალდო, კაკა და გრანერო. გუტი და ლასი კი ცენტრში განლაგდებიან.

დაცვის ხაზი კი ისეთივე იქნება, როგორც "ხერესთან" მატჩში.

სერხიო რამოსი, ალბიოლი, გარაი, მარსელო.

გაგო სათადარიგოთა სკამზე დარჩება გასულ კვირას არადამაჯერებელი თამაშის გამო.

ერთადერთი ფეხბურთელები, რომლებმაც ითამაშეს ყველა მატჩი არიან: კაკა, ალბიოლი და კასილასი. ბრაზილიელი გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურაა და არ დაუსვამს სათადარიგოთა სკამზე რაც სეზონი დაიწყო. პეპეს ადგილას ალბიოლი თამაშობს. კასილასზე ყველაფერი გასაგებია. ვარსკვლავების ნაწილი კი ისხდა თადარიგში. კრისტიანო რონალდო და რაული თადარიგში იყვნენ "ესპანიოლთან" მატჩში. ბენზემა შეიცვალა "ციურიხთან" თამაშში. ხაბი ალონსო ლაზარეთშია და ტრავმას იშუშებს.

ჩილელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ როტაციას არა ფეხბურთელების დასასვენებლად, არამედ ფიზიკური კონდიციების შესანარჩნებლად იყენებს.

"რეალს" სჭირდება სამი ქულა, რათა გადაასწროს "ბარსელონას", რომელმაც გუშინ "რასინგი" გაანადგურა. ლიდერობის დასაბრუნებლად მადრიდელებს ორი გოლით გამარჯვება სჭირდება.


ინფორმაციის წყარო: Marca.com

  • faqo
  • 23 სექტემბერი 2009
  • 3 598
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (34)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)